საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
31 ივლისს, უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელიც 23-29 ივლისს მონაწილეობდა ქალაქ დიორში გამართულ ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში.

საქართველოს გუნდმა, პირველ ყოვლისა - ძიუდოისტთა ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლის შედეგად, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვა და საბოლოო ცხრილში ევროპის 50 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი ერგო. 9-დან 8 მედალი, მათ შორის - ოთხივე ოქრო სწორედ ჩვენმა ძიუდოისტებმა აიღეს, 1 ბრინჯაო კი კანოისტების ანგარიშზეა.

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი:
"მთლიანობაში, ცხადია, შედეგებით კმაყოფილი
ვარ. საერთო ჩათვლაში ჩვენ გავასწარით არაერთ წარმატებულ სპორტულ ქვეყანას, მათ შორის - დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ავსტრიას, შვეიცარიას, უკრაინას, ბელორუსს... სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. მაგალითად, აზერბაიჯანელებმა მხოლოდ თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, სომხები კი საერთოდ უმედლოდ დარჩნენ"...

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი! რა უნდა თქვა ასეთ დროს პოზიტიურის გარდა, მარა სხვა სპორტის სახეობაში რომ კვლავ გვალვაა და ძირითადად კვლავ ძიუდოზე რომაა ჩამოკიდებული ჩვენი სპორტის მთელი სიმძიმე?...
Irakli apkhaidze
10:47 01-08-2017
0
ძიუდო ძალიან გვიხარია,მაგრამ ოლიმპიადა მხოლოდ ძიუდოა?კანოეში ბრინჟაო აგვიღია და არც კი გამოგიქვეყნებიათ,არა და ამაზე უფრო დიდი ზეიმი უნდა ყოფილიყო.ეს ხომ ახალი მიმართულებაა,1972 წელს მიუნჰენში გვყავდე ოლიმპიადზე ქართველი ნიჩბოსნები და ახლა ჯერ ნადირაძემ გააცოცხლა და ახლა კი ისევ ბრინჯაოს მედალი აგვიღია და ვინ არის თქვენს პორტალზე,საერთოდ ვერაფერი ინფორმაცია ვერ მოვიძიე.
ოლიმპიადა დამთავრდა,სპორტსმენები დაბრუნდნენ სახლში,იქნებ ახლა მაინც გაგვაცნოთ მედალოსანი.ბიჭია თუ გოგოა,სახელი და გვარი მაინც გვითხარით.ასეთი ლაფსუსები ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენი პორტალის ავტორიტეტზე.
სოსო
11:07 01-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული