რუსი პარალიმპიელები არ შეიწყალეს

AutoSharing Option
საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ძალაში დატოვა რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაცია, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან გრძელდება. რუსულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობის აღდგენა და რუსი პარალიმპიელების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვება ოფიციალურად მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

უარის შესახებ გადაწყვეტილება აბუ დაბიში, პარალიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც რუსულ მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტები წევრობის აღდგენისთვის.

აღმასკომის ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ რუსი პარალიმპიელები 2018 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

წევრობის აღდგენისთვის აუცილებელია ერთი მთავარი კრიტერიუმის შესრულება - რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებების აღდგენა.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული