ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ვერულიძის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მარი თურმანიძემ მოიპოვა (ჩა ცუიანი), დავით გულისაშვილმა (ფანცზი ცუიანი) და ნინო ჩიხლაძემ (ტაიცზი ცუიანი) ვერცხლის მედლები მოიგეს, ლაშა სუმბულაშვილმა კი ვეტერანთა შორის ტაიცზი ცუიანში დაიკავა მესამე ადგილი.
დღეს ემეიშანში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, რაულ მამედოვი იასპარეზებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური