ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

AutoSharing Option
დღეს, 8 მარტს, პიონჩანგში, ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების წესების მიხედვით, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, პარალიმპური სოფლის მერი და საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში პირველად არის წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 2 სპორტსმენი, მოთხილამურეები თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი დაიცავენ. ხვალ, 9 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ოლიმპიურ სტადიონზე ზამთრის პარალიმპური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართება.

მომზადებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული