რიო 2016: ნიკოლოზ ბასილაშვილი ურუგვაელ პაბლო კეუვასთან დამარცხდა

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ბასილაშვილი თბილისის დროით 8 აგვისტოს, შუაღამისას ოლიმპიადაზე მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან სამ სეტში დამარცხა - 3:6, 7:6 (10:8), 3:6.

პირველი სეტი 3:6 წააგო. მეორეში 2:5-ს აგებდა, მაგრამ ორჯერ მოწინააღმდეგის მატჩბოლი შემოატრიალა და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. იქ კი 10:8 იმარჯვა და გადამწყვეტი სეტის წინ კუევასი გვარიანად აანერვიულა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა - 3:6. თამაშის ბედი გამოცდილებამ და უკეთესმა ფიზმომზადებამ გადაწყვიტა.

თამაშს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილიც დაესწრნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოგების იმედი ვისაც ჰქონდა მას ჩოგბურთი ნაკლებად ესმის. კუევასი ვიღაც ვიღაცეებთან ძალიან იშვიათად აგებს. ძლიერები კი მას დიდი გაჭირვებით უგებენ. ის ძალიან შორს წავა ამ ოლიმპიადაზე.
........
10:31 08-08-2016
0

სიახლეები პოპულარული