"მეტროპული 2018" დაიწყო: 21 ივნისს მედია-საბილიარდო ტურნირის მერვედფინალისტები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
ვერის ბაღში მდებარე საბილიარდო "მეტროპულში" მედია-საბილიარდო ტურნირი "მეტროპული 2018"-ის გათამაშება დაიწყო.

ბილიარდის ერთ-ერთ სახეობაში, "პულში" მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული 18 მედიაორგანიზაციის 40-მდე ჟურნალისტმა, ოპერატორმა, მონტაჟის რეჟისორმა, პროდიუსერმა და კომენტატორმა მიიღო.

ვაჟთა შორის ასპარეზობაში მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და 1/8-ფინალისტები წრიული სისტემით გამოავლინეს. თითო თამაში 2 პარტიის მოგებამდე ჩატარდა. საბოლოოდ, ამ ეტაპის გადალახვა 18-დან 11 მედიაორგანიზაციის წარმომადგენელმა მოახერხა.

მე-2 ეტაპზე, რომელიც კვირას, 24 ივნისს, კვლავ ვერის ბაღში, "მეტროპულში" გაიმართება, შემდეგი 16 მონაწილე გავიდა:

ნოდარ მაისურაძე (ნიუს ჯორჯია)
გიორგი ხარებაშვილი
(რუსთავი 2)
დუდუ კურდღელია (რუსთავი 2)
მიშა ჟორჟოლიანი (ახალი თაობა)
ტატო ნინიძე (რაგბი ტვ)
მალხაზ გულაშვილი (ჯორჯი თუდეი)
გიორგი ბახია (რადიო თანამგზავრი)
გიორგი კაციტაძე (tsff.ge, მეტროპული)
ზაალ ჩხეიძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
დათო მანჯავიძე (ajarasport)
დათო გავაშელი (რუსთავი 2)
ედო თათეიშვილი (რუსთავი 2)
პაპუნა ფირალიშვილი (რაგბი ტვ)
ოთო მაღლაკელიძე (რადიო თავისუფლება)
ვახო გაფრინდაშვილი (იმედი)
პატარიძე (რუსთავი 2)

ამავე დღეს გაირკვევა 1/2-ფინალის მონაწილეთა ვინაობაც. შეგახსენებთ, რომ 1/2-ფინალები, მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი 30 ივნისს არის დაგეგმილი.

ამავე დღეს გაიმართა გოგონათა შორის ასპარეზობაც. მონაწილეთა სიმცირის გამო გოგონათა შორის 21 ივნისსვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი რადიო "თანამგზავრის" ჟურნალისტმა ნინო ჩხაიძემ დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა კიდევ ერთი რადიოს, "იმედის" წარმომადგენელი ნატო თათეიშვილი, მესამე "რუსთავი 2-ელი" ნინო გაზდელიანი იყო, მეოთხე ადგილი კი "მაესტროს" წარმომადგენელს, ხატია ცარციძეს ერგო.

მედია-საბილიარდო ტურნირში ყველა მონაწილისთვის საბილიარდო კლუბმა "მეტროპულმა" ერთკვირიანი ულიმიტო აბონემენტები დააწესა საჩუქრებად. მეორე ადგილზე გასულები ორკვირიან, ხოლო გამარჯვებულები ერთთვიან ულიმიტო აბონემენტებს მიიღებენ საჩუქრად, სხვა სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად.

Sportall.Ge

ასპარეზობის პირველ დღეს, "მეტროპულთან" ერთად, მედიატურნირის ოფიციალური სასმელი იყო ლუდი "არაგველი". საბილიარდო კლუბი "მეტროპული", რომელიც სულ მეორე თვეა ფუნქციონირებს და უკვე ბილიარდის მოყვარულ 170 მოთამაშეს, როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალს აერთიანებს, ღიაა ყველა მსურველისთვის.

მედიატურნირის პირველი დღის შემდეგ კი კლუბში გაწევრიანებულთა რიცხვს რამდენიმე ჟურნალისტიც შეემატა. ტურნირის მთავარი მსაჯი საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი ენრიკო მაჩაიძე გახლავთ.

მედია-საბილიარდო ტურნირს საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე და ქვეყნის მოქმედი მობილიარდეებიც ესწრებოდნენ. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ქართული მედიისა და პროფესიონალი მობილიარდეების დამეგობრება და საქართველოში სპორტის ამ სახეობის, რომელიც მალე ოლიმპიურ სახეობათა შორის შედის, პოპულარიზაციაა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული