აღნიშნული მოთხოვნა სპორტსმენების სახელით პარამკლავჭიდელმა ბესიკ ლეკიაშვილმა დააფიქსირა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიები სპორტსმენებს აგვისტოს დასაწყისში უნდა ჩარიცხვოდათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო თანხის დარიცხვა არ მომხდარა. მისივე თქმით, პარამკლავჭიდის ფედერაციამ, რომელთანაც პირადად მას კონტაქტი ჰქონდა, განუცხადა, რომ პრემიები დეკემბრამდე არ იქნებოდა.
"სამწუხაროდ, კომუნიკაციის პრობლემაა. ჩვენ ვიცოდით ფედერაციისგან, რომ სამინისტროში არეულობაა და პრემიები წლის ბოლომდე არ იქნებოდა. ეს ეხება თითქმის ყველა სპორტის სახეობას, მათ შორის, პარასპორტსმენებს", - განაცხადა
წყარო: ipn.ge