"უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა" - გიორგი ზურაბიშვილი "პირველ არხს" ტოვებს

AutoSharing Option
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

"სამწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპ-მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემს თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია.

პირველ არხზე მუშაობის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ჩამოვაყალიბე სპორტული
რედაქცია, ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული. 25 კაცს აღარ დაგთაგავთ, თითოეულს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ - ნდობისთვის, სიყვარულისთვის, გაძლებისთვის! =) ამ სამი წლის განმავლობაში გავაშუქეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება. ბევრი ბავშვობის ოცნებაც ამიხდა. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებს სტადიონიდან წავიყვანდი, გავაშუქებდი ჩემს საყვარელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, დავესწრებოდი ჩემპიონთა ლიგის ფინალებს და ასე შემდეგ. უდიდესი მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის დოკუმენტური ფილმები და ჩანახატები, რომლებიც ჩემი სამწლიანი მუშაობის დროს გაკეთდა. კარგია, რომ ამის შესაძლებლობაც მქონდა. კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ აღარ გამოვიდა.

სხვა რა გითხრათ, იყო ძალიან ბევრი სტრესი და ძალიან დიდი გამოცდილება. უამრავ კარგ და დადებით ემოციასთან ერთად იყო ბევრი უსიამოვნებაც. დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო და როგორც კაცობრიობის წარმომადგენელს, აწი დიდ ტვირთადაც გამყვება მთელი ცხოვრება. მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს! მთლიანობაში ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მხოლოდ 25 წლის ვიყავი, როდესაც ასეთი სერიოზული და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე. მესმის, რომ ჩემს სფეროში ბევრისთვის საოცნებო სამსახურზე ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი სულისთვის და ყოფისთვის ცვლილებების დროა. თუ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ჩემგან სულ მცირედი ინსპირაცია მაინც მიიღო, მე უკვე ბედნიერი კაცი ვარ!" - წერს გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

alt"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"

მკითხველის კომენტარები / 9 /
ან აქამდე რა გინდოდა?! ბიძია, დაიწყეთ ქვემოდან და ადით მერე თავში. გახდით ჩემპიონები თქვენი საქმის, ყველას გაგვიხარდება პროფესიონალი კადრები. ასე უკუღმა დაწყება ჩვენისთანა უკუღმართ ქვეყნებში ხდება მხოლოდ - ჩაწყობით, მოწყობით, მამიკოს ბიჭობით.
odala
16:33 02-10-2018
9
თუ ამას მოვესწრებოდი, არ მეგონა! საბედნიეროდ, ჩემი ტელევიზორის პულტს აქვს ღილაკი MUTE-ც. როცა ზურაბიშვილს მიჰყავდა ფეხბურთი, მასზე ხელის დაჭერა გარანტირებული იყო. რამდენი გაგვიძლია - გმირობის ორდენები გვეკუთვნის ძმაო შენი მოსმენისთვის. ცალკე ნერვებს გვიშლიდი და ცალკე ჩვენი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს იღებდი ხელფასად. თანაც, არ დაგიკლია მსოფლიო, ოლიმპიადის ფინალები. დიდი უსამართლობაა პროფანების წაყვანილი ფეხბურთის რეპორტაჟები - უყურეთ ხშირად რუსულ არხებს ფეხბურთების დროს და იგრძნობთ, რა დღეში გყავთ მაყურებელი :)
klimenti
18:24 02-10-2018
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული