"უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა" - გიორგი ზურაბიშვილი "პირველ არხს" ტოვებს

AutoSharing Option
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

"სამწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპ-მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემს თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია.

პირველ არხზე მუშაობის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ჩამოვაყალიბე სპორტული
რედაქცია, ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული. 25 კაცს აღარ დაგთაგავთ, თითოეულს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ - ნდობისთვის, სიყვარულისთვის, გაძლებისთვის! =) ამ სამი წლის განმავლობაში გავაშუქეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება. ბევრი ბავშვობის ოცნებაც ამიხდა. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებს სტადიონიდან წავიყვანდი, გავაშუქებდი ჩემს საყვარელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, დავესწრებოდი ჩემპიონთა ლიგის ფინალებს და ასე შემდეგ. უდიდესი მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის დოკუმენტური ფილმები და ჩანახატები, რომლებიც ჩემი სამწლიანი მუშაობის დროს გაკეთდა. კარგია, რომ ამის შესაძლებლობაც მქონდა. კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ აღარ გამოვიდა.

სხვა რა გითხრათ, იყო ძალიან ბევრი სტრესი და ძალიან დიდი გამოცდილება. უამრავ კარგ და დადებით ემოციასთან ერთად იყო ბევრი უსიამოვნებაც. დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო და როგორც კაცობრიობის წარმომადგენელს, აწი დიდ ტვირთადაც გამყვება მთელი ცხოვრება. მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს! მთლიანობაში ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მხოლოდ 25 წლის ვიყავი, როდესაც ასეთი სერიოზული და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე. მესმის, რომ ჩემს სფეროში ბევრისთვის საოცნებო სამსახურზე ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი სულისთვის და ყოფისთვის ცვლილებების დროა. თუ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ჩემგან სულ მცირედი ინსპირაცია მაინც მიიღო, მე უკვე ბედნიერი კაცი ვარ!" - წერს გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

alt"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"

მკითხველის კომენტარები / 9 /
სწორი გადაწყვეტილებაა, ადრ ეუნდა წასულიყავი! ისე ეს ე.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი სინამდვილეში კი თავლა საბოლოოდ როდის გაიწმინდება ამნაირი ბალასტისაგან?? რის დეპარტამენტი? რა დეპარტამენტი? აა კარგად ჟღერს არა? თანაც ხელფასიც დეპარტამენტის უფროსის შესაფერისიი, რა კარგი რაჟა სარჩიმელიას ქამარ-ხანჯალიი:)) თქვენს გამო სპორტულ გადაცემებს ხმა გათისულს ვუყურებდიიი!
გილოცავთ!
11:53 03-10-2018
0
თავმოყვარეობა მაშინ არ შელახვია, მოსკოვში რომ ჩავიდა პირაპირი რეპორტაჟის წასყვანად და გასამართლებელ საბუთად წვრილი შრიფტით დაწერილი ანტისაოკუაციო მაისური მოიშველია.
შიშველი სიმართლე
10:43 03-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული