© markaragon.com
ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციასთან, UFC-სთან კონტრაქტი ერთ თვეზე მეტი გააფორმა და ის ამ სპორტის სახეობაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენ ჯონ ჯონსთან ერთად ვარჯიშობს."ყოველთვის ვისახავდი რთულ, თითქმის მიუღწეველ მიზნებს, მაგრამ საბოლოოდ მათ რეალობად ვაქცევდი. როდესაც 2 წლის წინ პირველად ოქტაგონში შევედი, ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს კარიერას შერეულ ორთაბრძოლებში. ახლა კი UFC-ში ვარ და მიზნები კიდევ უფრო გართულდა! დღეს მე საუკეთესოთა შორის საუკეთესოების გვერდით ვვარჯიშობ." - წერს რომან დოლიძე Facebook-გვერდზე.
ჯერჯერობით უცნობია, ვის დაუპირისპირდება
რომან დოლიძემ კიევში შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირი მოიგო