კონორ მაკგრეგორი საკუთარ სახლში აიყვანეს - მას ძარცვასა და ხულიგნობას აბრალებენ

AutoSharing Option
UFC-ს მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი მაიამიში დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, მან ერთ-ერთ გულშემატკივარს მობილური ტელეფონი დაუმსხვრია, მას შემდეგ, რაც მან მაკგრეგორს დაახლოებით დილის 5 საათზე სასტუმროსთან გადაუღო ფოტო.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მაკგრეგორმა 22 წლის მამაკაცს ტელეფონი წაართვა, დაამსხვრია და წაიღო. 30 წლის სპორტსმენს ბრალი ძარცვასა და ხულიგნობაში ედება. პოლიციამ ის საკუთარ სახლში აიყვანა, მოგვიანებით კი 12,500-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 5 აპრილს, ბრუკლინში კონორ მაკგრეგორი თავს დაესხა ავტობუსს, რომელშიც UFC-ს რამდენიმე სპორტსმენი,
მათ შორის, ხაბიბ ნურმაგომედოვი იმყოფებოდა. მაშინ სასამართლომ ირლანდიელს საზოგადოებისთვის სასარგებლო 5-დღიანი შრომა დააკისრა.

altკონორ მაკგრეგორი ბრუნდება? - ირლანდიელი შესაძლოა სერონეს შეხვდეს



მომზადებულია ESPN-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული