
MMA-ს ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკგრეგორსა და ამერიკელ დონალდ სერონეს შორის ბრძოლა შესაძლოა 2019 წლის 6 ივლისს გაიმართოს.
ბრძოლის შესახებ მინიშნება ამერიკელმა "ინსტაგრამში" გამოქვეყნებული ფოტოთი გააკეთა, სადაც Budweiser-ის ლუდი Proper Twelve-ის ვისკის გვერდით დევს. სერონე Budweiser-ის სარეკლამო კამპანიის სახეა, ხოლო Proper Twelve მაკგრეგორის ბრენდია.

Budweiser-ი Proper Whiskey-ს წინააღმდეგ. აშშ-ირლანდია. 6 ივლისი", - მიაწერა სერონემ ფოტოს.
აქედან გამომდინარე, მაკგრეგორსა და სერონეს შორის ბრძოლა შესაძლოა 6 ივლისს ლას-ვეგასში, UFC 239-ის ტურნირის ფარგლებში გაიმართოს.
სერონეს ანგარიშზე UFC-ში 22 მოგება და 8 მარცხია, მაკგრეგორის აქტივში
კი 21 გამარჯვება (18 დროზე ადრე) და 3 მარცხია.