აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატი კუდოში ცამეტ საშეჯიბრო კატეგორიაში ჩატარდა

AutoSharing Option
ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატი კუდოში (იაპონური საბრძოლო ხელოვნება). ტურნირში მონაწილეობდნენ კუდოისტები თბილისის სხვადასხვა კლუბიდან და ახალციხელი სპორტსმენები ახლად ჩამოყალიბებული კუდოს კლუბ "სპარტადან" .

აღმოსავლეთ საქართველოს პირველობა ცამეტ საშეჯიბრო კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატში ასპარეზობდნენ კუდოისტები 6 წლის ასაკიდან. გამარჯვებულები ასაკისა და საშეჯიბრო კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ კუდოს მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ტურნირზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობით დადასტურდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული