პარაფარიკაობა: ეტლით მოსარგებლეთა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საფრანგეთში გამართულ სატელიტ შეჯიბრში საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა ნაკრებმა საუკეთესო შედეგი ანახა.

ნაკრები ექვსი მაღალი სინჯის მედლით ბრუნდება სამშობლოში.

ნინო თიბილაშვილი ხმლით და რაპირით ფარიკაობაში ოქროს მფლობელი გახდა.ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ხმალსა და რაპირაში. მან A კატეგორიაში იასპარეზა. გვანცა ზადიშვილმა,ვერცხლის მედალი ხმალში, რაპირაში კი ბრინჯაო მიიღო.

შეჯიბრში 8 ქვეყნის პარამოფარიკავეებმა იასპარეზეს.

საქართველოს ნაკრები 16 აპრილს ბრუნდება სამშობლოში.

წყარო: თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული