UFC-ის მებრძოლმა მარიხუანა ვარჯიშის დროს გააბოლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის მებრძოლმა ნეით დიასმა მარიხუანას პირდაპირ ვარჯიშის დროს მოუკიდა და იქვე გააბოლა კიდეც. აღნიშნული შემთხვევა UFC 241-ის ტურნირის ღია ვარჯიშის ფარგლებში მოხდა.

ნეით დიასი ოქტაგონზე 2016 წლიდან არ გამოსულა. მისი კარიერის მწვერვალი კონორ მაკგრეგორთან ჯერ მოგებული და შემდეგ წაგებული ბრძოლა იყო.

ამ ტურნირზე კი ენტონი პეტისომს შეხვდება. თავად დიასმა მარიხუანის მოწევის თემაზე განაცხადა, რომ ის მისი ფირმის მიერ წარმოებული კანაბიდოლი იყო. კანაბიდოლი კი UFC-ის მიერ აკრძალულ პრეპარატებში არ შედის და დიასსაც არანაირი სანქცია არ ელოდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააპიარეტ გააპიარეთ, ეგა აკლია ჩვენს სპორტცმენებს სრული ბედნიერებისტვის და ახალგაზრდა თაობას
va-le
13:38 16-08-2019
0

სიახლეები პოპულარული