ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს - 4 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან მეორე მატჩისთვის ცვლილებები განახორციელა.

2. ლევან მჭედლიძის დაბრუნებით "პალერმო" დაინტერესდა.

3. ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოს მზადებასა და ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

4. ცნობილი გახდა, თუ რატომ არ ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასზე.

5. საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო.

6. ხვიჩა კვარაცხელია და ლონდონის "არსენალი" -  ინტერვიუ ცნობილ საფეხბურთო აგენტ მამუკა ჯუღელთან.

7. შოტლანდიელთა მწვრთნელი "ბორჯღალოსნებისგან" უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას ელის.

8. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კორეასთან მატჩის წინ სხვა
დასხვა საკითხზე ისაუბრა.

9. მატეო ბერეტინიმ გაელ მონფილსი დაამარცხა და ამერიკის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. იქ კი რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც დიეგო შვარცმენს მოუგო. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს დანილ მედვედევი და გრიგორ დიმიტროვი შეხვდებიან.

ქალთა თანრიგის 1-ელ ნახევარფინალში ერთმანეთს შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი (12) და კანადელი ბიანკა ანდრესა ანდრეესკუ (15) შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალში სერენა უილიამსი (8) ელინა სვიტოლინას (5) დაუპირისპირდება.

10. ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ფანებთან კითხვა-პასუხისას განაცხადა, რომ მოწოდების გაუმჯობესებაზე ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს და წლის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს.

11. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შედეგები კალათბურთში:

ანგოლა - ფილიპინები 84:81
კოტ-დივუარი - პოლონეთი 63:80
პუერტო რიკო - ტუნისი 67:64
სამხრეთი კორეა - ნიგერია 66:108
იტალია - სერბეთი 77:92
ვენესუელა - ჩინეთი 72:59
რუსეთი - არგენტინა 61:69
ესპანეთი - ირანი 73:65
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული