newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძის შეწყალებამ დიდი ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია. newposts.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხში დევაძეს რეკომენდაცია სპორტული სამყაროს ცნობილმა პიროვნებებმა გაუწიეს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაცია - მათ შორის, კრივის ფედერაცია".

ბათუმში მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე რამაზ დევაძის შეწყალების საკითხზე სკანდალურ ინფორმაციას აკეთებს.

უფლებადამცველის თქმით, დევაძის შეწყალების ერთ-ერთი რეკომენდატორი ჭიდაობის ფედერაცია იყო, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის
ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაცია - მათ შორის, კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის - აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის არიან სასულიერო პირები. არაერთი სასულიერო პირია, რომლებიც შედიოდნენ დევაძესთან. მას ჰყავს მოძღვარი. აღმსარებელია.

ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. განცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი", - თქვა ადვოკატმა.

მკვლელობაში ბრალდებული დევაძისა და გეგა გეგეშიძის მეგობრობის შესახებ "ნიუპოსტი" ექსკლუზიურად რამდენიმე დღის წინ წერდა.

გავლენიანი წყარო გვიყვებოდა, რომ დევაძეს ე.წ. კანონიერი ქურდი ლავას ოღლი მფარველობდა. რამაზ დევაძის სახელმა გაიჟღერა მაშინაც, როცა მინდია გორაძე საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ დევაძე დახვდა ლავას ოღლის სარფში. გავრცელებული ინფორმაციით, დევაძე ეხმარებოდა ე.წ. კანონიერ ქურდს შს სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დალაგებაში. როგორც ცნობილია, რევაზ დევაძე, მინდია გორაძე და ალექსანდრე ჭიკაიძე წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ითქვა ისიც, რომ მაშინ ჭიკაიძემ მინდია გორაძესთან ურთიერთობისთვის ნდობით აღჭურვილ პირად ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელი გეგა გეგეშიძე გამოყო", - წერს newpost.ge.

altზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

altადვოკატი: რა თქმა უნდა, გეგა გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

altგეგეშიძე სასამართლოს შემდეგ: მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ქვეყანა სადაც ზონდერები ბატონობენ! ვინ არის სპორტის მინისტრი(განათლების სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სპორტის კუთხით) შალვა გოგოლაძე?! ძველი ზონდერი, რომელმაც კრივში დიდი ვერაფერი კარიერა ვერ გაიკეთა, თუმცა ზონდერობით, ჯერ უდიდესი გავლენები მოიპოვა, უდიდესი ფული იშოვა! ცნობისათვის, მას და მის ძმას ეკუთვნით უნივერსიტეტის ქუჩაზე, არენას ორივე შენობა, მის წინ აშენებული ახალი მრავალსართულიანი კორპუსი, ბაკურიანში რამდენიმე სასტუმრო და სხვა კაპიტალი!
ასე რომ ამ ქვეყანაში წარმატებული ზონდერები ფრიად დაფასებული ხალხია!
ლადო
24 სექტემბერი 2019 14:23
0
ოოოო! თუ თვით გეგეშიძის რეკომენდაციით, მაშინ რაღას ვერჩით ქ-ნ პრეზიდენტს?!!!


ჰა?!!
24 სექტემბერი 2019 13:13
0
Tochinoshini moawerda am saqmes xels? Aramgonia
Gggg
24 სექტემბერი 2019 11:54
3
დაიდო ახალი სტატია, ყველაფერი დეზინფორმაცია ყოფილა, არანაირი ტოჩინოშინი და ეგეთები ყოფილანო...ახლა გააგრძელეთ დისლაიქები ;)
დემე
24 სექტემბერი 2019 11:38
4
გეგეშიძე ჩვეულებრივი სახელისუფლებო ზონდერ ფიურერია, მას უარს ვერ ეტყოდნენ, რადგან კიდევ არაერთხელ დასჭირდებათ, ოპოზიციასაც თავისი ზონდერები ჰყავს და შეძლებისდაგვარად მფარველობენ, - გასაკვირი აქ არაფერია, ყველა სფეროში ასე ხდება და პირადი თუ პარტიული ინტერესები ყოველთვის უფრო მაღლა დგას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე, - უბრალოდ არსებობს გახმაურებული და ნაკლებად გახმაურებული საქმეები... პასუხისმგებლობა კი ნებისმიერ შემთხვევაში შემწყალებელს ეკისრება და არა - რეკომენდატორს... ამ საქმეში პრეზიდენტიც კი მხოლოდ შუამავალია, მას უბრალოდ შეახსენეს, რომ ვალს გადახდა უნდა და "ატამანის ახირება" არ ივარგებდა, თორემ მშვენივრად იცოდა, ვისაც იწყალებდა - არც ისეთი ჩერჩეტია, როგორადაც თავს გვაჩვენებს ხოლმე საჭიროებისდა მიხედვით... რაც შეეხება მორალურ პასუხისმგებლობას, ერთ ძველ ამბავს შეგახსენებთ და დასკვნები თავად გააკეთეთ - თავის დროზე ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების შეწყალების რეკომენდაციას ფაქტიურად მთელმა მაშინდელმა ელიტამ მოაწერა ხელი, - მათგან ყველაზე წონადი ქ-ნი ვერიკო ანჯაფარიძის ხელმოწერა გახლდათ - პირადად იცნობდა ქვეყნის პირველ პირებს და პირდაპირ პოლტბიუროში შეეძლო დარეკვა.... ამ საქმეს კი ცხონებული ნოდარ დუმბაძე შეეწირა, კაცური კაცი იყო, იცოდა, რომ ბიჭები დამნაშავენი იყვნენ, მაგრამ დასახვრეტად არავის ემეტებოდა, გრძნობდა პაასუხისმგებლობას დაღუპულების ოჯახის წინაშე, ინერვიულა ამ ყველაფერზე და გული გაუჩერდა, ღმერთმა აცხონოს... ახლა როგორ გგონიათ, - ზურაბიშვილებს, გეგეშიძეებს, ტოჩინოშინებსა და მათ დამკვეთებს თუნდაც ერთი ჭაღარა გამოერევათ ამ საქმის გახმაურების შემდეგ?!.. მე მაგათ ახსნა-განმარტებებს ვერ მოვუსმენ (გული მეც გვარიანად მიფართხალებს ამ ბოლო დროს) და თუ ვინმემ გულისტკივილი და სინანული შეატყოთ ჩვენს ცნობადებს, დაპოსტეთ, არ გამომაპაროთ...
მ. ტ.
24 სექტემბერი 2019 11:34
0
ამ ბოლო დროს, ფრთოსანო, გამოსწორების გზაზე დამდგარხართ.
გეთანხმებით!
24 სექტემბერი 2019 13:10
0
ხო-ხო-ხო ნაცებმა რა აიმქოთეს პირი... პირველი რას უნდა იცოდეთ. ეგ პოლიციელი დისკო კლუბში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში და იარაღით და არა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, რისი უფლებაც არ ჰქონდა. შემდგომ, მის მიერ ატეხილი უმისამართო სროლის შედეგად დაჭრა კიდევ რამდენიმე პიროვნება, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეც და ამის შემდგომ, როცა დევაძემ დააპირა იარაღის წართმევა, ამ ჭიდაობაში, მისივე იარაღიდან გავარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლა. თუ ნანობს დევაძე ამ შემთხვევას, რატომ არ უნდა შეეწყალათ? მართლა მკვლელები და სადისტები შეიწყალა თქვენმა სომეხმა პრეზიდენტმა და ეს შემთხვევა რა გახდა ასეთი? პოლიციელი რომ ხარ, იარაღი რომ გიდევს ჯიბეში და კლუბში შედიხარ საცეკვაოდ, ცოტა ტვინიც უნდა მიიყოლო თან...
პატრიოტი
24 სექტემბერი 2019 11:30
8
ესეთი აზროვნებით ამ ქვეყანაში სახელმწიფო არ აშენდება.ქართული(და არა ქურდული) მენტალიტეტი არის სახადი და უნდა დაინგრეს.
დ.ნ.
24 სექტემბერი 2019 10:50
0
გეგეშიძე უტიფარი მოძალადე რომ არის ყველამ ვიცით,მაგრამ ტოჩინოშინიც თუ მონაწილეობდა ამაში შემირცხვენია მისი ოძეკობაც და კაცობაც.ნორმალური კაცი მაგას აღარ უგულშემატკივრებს.
ნეტავ ტყუილი აღმოჩნდეს
24 სექტემბერი 2019 10:42
1
ვიძახოთ ეხლა ნაცები და წარსულიი.მთავარი სხვა რამეა დღევანდელი რეალობა პოლიციელის მკლელს იწყალებენ ესეთი რამე ყოვლად დაუშვებელია ვინაა ეს გეგეშიძეე ესეთიი რო რასაც უნდა იმას აკეთებს სად იყოო მაშინ ბაცები რო ხალხს აწამებდნენ ამოუღია საერთოდ ხმაა და დღეს ზიან ჯიგრები ფულის შოვნის მეტს არაფერს ფიქრობენ.
Aleko
24 სექტემბერი 2019 10:27
2
რა გახდა ეს გეგეშიძე ვინ ყავს ასეთი ყველაფერს რო აკეთებიებენ და პასუხს ვერავინ თხოვს
sfa
24 სექტემბერი 2019 10:12
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული