ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

AutoSharing Option
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გეგა გეგეშიძის გამო იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრების სახელით ვერ გამოვიდა.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი, თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება, ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას.

მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას
გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა, მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა.

მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით." - წერია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რომელ ოჯახზე ლაპარაკობთ,რა მთავრობაც მოვა ყველას ზონდერები რომ ხართ?ოქროს მედლები გეგეშიძის დამსახურებაა?როდემდე უნდა ლოკოთ უკანალი ხელმძღვანელებს,თანაც ჭიკაიძის ძმაკაცს!?უფროსი თაობა რას გაჩუმებულხართ,თუ "ოჯახის"წევრები ხართ თქვენც!
1
ვრც წარმოვიდგენდი, თუ ამდენი ადამიანი "დაიბოღმებოდა" 4 ოქროს მედლით. გაგიმარჯოთ და გენაცვალეთ სასახელო ფალავნებო!!! კიდევ ბევრჯერ გაახარეთ საქართველო!!! მერწმუნეთ, თქვენი წარმატებებით გაცილებით მეტმა მოქალაქემ (ათი ათასობით) გაიხარა, ვინემ ეს უშნოდ "ჩასაფრებული" რამოდენიმე ათეულია...
tngh
12:51 24-09-2019
5

სიახლეები პოპულარული