ჩხუბი, მასობრივი არეულობა, საავადმყოფოში მოხვედრილი ფეხბურთელი - საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი ამერიკულ ფეხბურთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს თბილისში, "შევარდენზე", საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების პირველი საერთაშორისო შეხვედრა შედგა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრა ყაზახთა გამარჯვებით, 21:12 დასრულდა. თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ჩხუბი ატყდა, რასაც რამდენიმე მოთამაშის დაზიანება მოჰყვა. ერთ-ერთი მოთამაშე კი სულაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა პაველ ფალიპოვმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. იყო შეტაკებები, დავა და არასათამაშო მომენტები. ყველამ დაინახა, ვინ იყო დამნაშავე. ეს სირცხვილია, ქართველი სპორტსმენები იქცეოდნენ აგრესიულად. ეს არ
არის ჩვენი ბოლო შეხვედრა. შევეცდებით, როცა ისინი ალმაატაში ჩამოვლენ, მეგობრულად დავხვდეთ და ყველაფერს შესაბამისად გავუწიოთ ორგანიზება".

საპასუხოდ, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ფალავანდიშვილმა განაცხადა:

"ბოლო წუთებში მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, ყაზახმა სპორტსმენმა პროვოცირება მოახდინა, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. დაზიანდა ერთი ყაზახი სპორტსმენი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს - ღმერთს მადლობა, ახლა ყველაფერი კარგადაა. მატჩის შემდეგ რესტორანში ვიყავით ყველა ერთად. იქ იყო კარგი სიტუაცია და საბოლოოდ ყველას დაავიწყდა ეს ინციდენტი.

სანქციები აუცილებლად იქნება, ჩხუბის გამამძაფრებლებს აეკრძალებათ ამერიკული ფეხბურთის თამაში".

altჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
sami-ს

აბა ეს წაიკითხე -- https://sportall.ge/skhva-sakheobebi/skhvadaskhva/133978-qchafkhutis-dartymis-shemdeg-goneba-davkargeq-yazakhi-fekhburthelis-interviu.html

ქართველია და ყაზახობს??? :)
Miriani
01 ოქტომბერი 2019 12:04
0
ამ სპორტულ სახეობაზე ბავშვი რატო უნდა მიიყვანო, როცა რაგბია საქართველოში.
თემო
01 ოქტომბერი 2019 10:44
1
მოვერიეთ არა? ხტფუი თქვენი დებილი მამებს..........
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01 ოქტომბერი 2019 01:36
0
ეხლა კატერბურთი დაგვრჩა ასათვისებელი და რეკორდიც მოხსნილია!
კ ო მ ბ ლ ე
01 ოქტომბერი 2019 01:34
0
ამერიკული ფეხბურთიღა გვაკლდა
tngh
30 სექტემბერი 2019 19:34
5
არა ბიჭო რუსულ სპორტებს შემოვიღებთ ხოიცი შენ რო გაგიხარდეს.. ა თუ მოიცა.. რუსული სპორტები ხო არ არსებობს
Niko
30 სექტემბერი 2019 23:59
3
სამარცხვინოები ხართ!

ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილი! წარუმატებელი ადამიანის კომპლექსით შეპყრობილს შეუძლია მხოლოდ ჩაფხუტი ასე გამეტებით ჩაარტყას მოწინააღმდეგეს!

მართლა სირცხვილი თქვენი -- მაგრამ მარტო თქვენი რომ იყოს რა უჭირდა (ჯანდაბამდე გზა გქონიათ), ქვეყნის სირცხვილი ხართ და ბოდიში მაინც მოიხადოს ვინმემ, რესტორანში რა ხდებოდა რა შუაშია???
Miriani
30 სექტემბერი 2019 17:59
3
sami-ს რა სისულელეა??? მართალს ამბობს Miriani და შეიძლება ასე ჰაერზე აზრის ფრქვევა?
ობიექტური
01 ოქტომბერი 2019 13:26
0
ოღონდ ქართველები გალანძღინათ შენნაირებს, მეტი არაფერი უნდათ, ჯერ გაგერკვია მაინც? თეთრები ყაზახები არიან, ქართველს ჩაართყა თავში ჩაფხუტი და ტყუილად იძახი სამარცხვინოს, სამარცხვინო ზუსტად ყაზახები არიან.
sami
01 ოქტომბერი 2019 10:18
3
ქართულ ფეხბურთს ხო ვბდღვნით და ეხლა ამერიკული ფეხბურთიც დევიწყეთ?
შაკო
30 სექტემბერი 2019 17:38
1
კი ვცემეთ, მაგრამ არ ყოფილა ჩვენი ბრალი, პროვოკატორები ყოფილან მაგენი
ირაკლი
30 სექტემბერი 2019 16:09
5
რა ფერები ვართ? თავში კასკა როგორ ჩაარტყა, სულ უნდა აეკრძალოს თამაში, ციხე ალალია მაგისტვის.
semi
30 სექტემბერი 2019 16:06
1
"იქ (რესტორანში) იყო კარგი სიტუაცია". მწვრთნელია თუ მოქეიფე
ირაკლი
30 სექტემბერი 2019 15:38
4

სიახლეები პოპულარული