ციხიდან გამოსულმა MMA-ს მებრძოლმა დათვი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსმა MMA-ს (შერეული ორთაბრძოლები) მებრძოლმა მაკსიმ ნოვოსიოლოვმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა დათვთან ჭიდაობის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ბრძოლის ბოლოს მაკსიმი დათვს ამარცხებს.

ნოვოსიოლოვს, რომელიც სიმაღლეში 190 სმ-ია და 130 კილოგრამს იწონის, 1993 წელს მკვლელობის გამო 14 წელი მიუსაჯეს და კოლონიაში ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა. მეორედ უკვე 2014 წელს დაიჭირეს, ამჯერად ნარკობიზნესში მონაწილეობისათვის.

აღსანიშნავია, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2007 წელს, რუსმა მოჭიდავემ სამბოში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. საპატიმროს მეორედ დატოვების შემდეგაც არანაკლებ შედეგს მიაღწია და დათვი დაამარცხა.


მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული