ხაბიბ ნურმაგომედოვი: კონორ მაკგრეგორი იდიოტია

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ის ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკგრეგორთან მატჩ-რევანშის გამართვით დაინტერესებული არ არის.

"კიდევ ერთხელ ვიტყვი - მაკგრეგორმა უნდა დაიმსახუროს ჩემთან რევანში. მისი ბოლო გამარჯვებიდან 3 წელი გავიდა, ახლა უკვე მეოთხე დაიწყო. 10 ბრძოლა მოვიგე, სანამ ტიტულისთვის ჩხუბის გამართვის უფლებას მომცემდნენ. არ ვთვლი იმ 16 გამარჯვებას, რომელიც UFC-ში მოსვლამდე მქონდა.

მე გამარჯვებებს ჩემი მოქმედებებით მოვიპოვებდი და არა ენით. სწორედ ამითი განვსხვავდებით მე და კონორი ერთმანეთისაგან. ის მხოლოდ საუბრობს, მე ვაკეთებ. ის სულ სხვანაირია, როცა საქმე
მოქმედებაზე მიდის. კონორი იდიოტია და ჩვენ იდიოტებს ყურადღებას არ ვუთმობთ", - განაცხადა ხაბიბმა RT-სთან საუბარში.


მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ ხომ ხარ იტელექტუალიზმის მწვერვალი
mdaaa
21 ნოემბერი 2019 19:47
2
შენ გეუბნები, წადი კოლას მიე, კოჭი გააგორე, რა
istoria
25 ნოემბერი 2019 14:27
0

სიახლეები პოპულარული