ვინ მიგდია გუბერნიევი, როცა სტალინი ნახევარ მსოფლიოს მართავდა - მოკრივემ სტალინის მგმობელ კომენტატორს უპასუხა

AutoSharing Option
რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა იგორ მეხონცევმა უპასუხა რუს კომენტატორ დმიტრი გუბერნიევს, რომელმაც იოსებ სტალინი გააკრიტიკა.

"წავიკითხე გუბერნიევის სტალინის შესახებ წარმოთქმული სიტყვები - ეს საშინელებაა. საერთოდ, ამას ვინ ამბობს? ვინ მიგდია გუბერნიევი, როცა საქმე სტალინს ეხება, ადამიანს, რომელიც ნახევარ მსოფლიოს მართავდა.

სწორედ სტალინის დამსახურებით ცხოვრობს ეს გუბერნიევი და იფურჩქნება. და ამ დროს, ასეთ რამეებს ამბობს. ადგეს მაშინ და პუტინზეც ილაპარაკოს, ან დღეს ხელისუფლებაში მყოფ სხვა პირზე, რატომ დუმს? დიდი სიამოვნებით ვნახავდი მას სსრკ-ის დროს.

მე პირადად მყავს ნანახი გუბერნიევი. გულწრფელად რომ გითხრათ,
სურათიდან გადმოტანილ მამალს ისე ჰგავს, როგორც სხვა არაფერს. ისე დადის, თავმომწონედ, ასეთი ტიპაჟია ეგ.

როგორ შეუძლია სტალინზე თქვას, მშიშარა იყოო? ამ კაცმა ომი მოიგო. იქნებ ჩემზეც წამოსცდეს რამე, რომ რომელიღაც რაუნდში შემეშინდა?

სტალინის მეასედადაც რომ ღირდეს, დაფიქრდებოდა მაინც იმ ყველაფრის თქმის წინ. გუბერნიევის შემთვევაში კი, საკუთარ თავს უნდა მოუხადოს ბოდიში. შემდეგ სტალინის სულის მოსახსენიებლად სანთელი დაანთოს", - უთხრა 35 წლის მეხონცევმა sports-ის ჟურნალისტს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფოლად რაც უფრო ბევრს უკირკიტებ მით უფრო პრიალებს,მთელი რუსეთი ჩაჯმული ჩაიბარა ეს რატომ არ გახსოვთ რუსებო.თუმც საქართველოსთვის თითქმის არაფერი უქნია სიკეთე გერმანელების განადგურების გარდა.
ის მაინც დიდია,გინდ ტირანი თქვით გინდ ბელადი!
mitua
18:12 28-06-2020
0
შენ ძმაკუშ შემთხვევით "კომეხი " ხომ არ ხარ?აი მე ვარ სტალინის მაქებარი.სტალინი უდიდესი ქართველი იყო და ჩვენი ერიც მან იხსნა .ფბილისელობით რომ იწონებ თავს თბილისში ეთნიკური ბალანსი ქარგველთა სასარგებლოდ სწორედ სტალინის დროს შეიცვალა.ალბათ ზუსტად მაგიტომ აგინებ ხო. . .შენნაირებს მეგობარო არასდროს ,ვიმეორებ არასდროს არ აქვთ არგუმენტები. . მეზიზღება და მორჩა. . აი სწორედ ეგააა პროვინციალიზმი.რავი აბა თუ სურვილი გაქ გაგიცნობ და დაგიმგკიცებ რომ სფალინი ძალიან დიდი ქართველი იყო პირველ რიგში. . .არგუმენტებით გესმის და შენგან საპირისპიროსაც მოვისმენ ოღონდ მხოლოდ არგუმწნტებით და ფაქტებით გამყარებულს. . .ეკლესიების ნგრევის და უპრაგონო დახვრეტების ბოდვწბს ნაღდად არა(დღეს ყველაზე ჩამპალი მიგრანიანიც კი ვეღარ ტენის მაგ ნახალკებს)
Napoleoni
08:58 25-12-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული