ზედიზედ მესამე გამარჯვება UFC-ში - მერაბ დვალიშვილმა ამერიკელს მაგრად სცემა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
AUTO PLAY
დღეს, 16 თებერვლის გამთენიისას UFC FIght Night 167 გაიმართა, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ორთაბრძოლა შედგა. ჩვენებურმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა.

დაპირისპირება ამერიკაში რიო რანჩოში გაიმართა, ეს ჩხუბი მერაბ დვალიშვილისთვის UFC-ში მეხუთე იყო და მას ზედიზედ მესამე გამარჯვება დაუგროვდა.

მერაბმა უპირატესობა პირველივე რაუნდში მოიპოვა, რამდენიმე ძლიერი დარტყმით ქეისი ოქტაგონზე წააქცია. დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა მეორე რაუნდიც, ქართველმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა, სადაც ქეისის კიდევ რამდენჯერმე ძლიერად მოხვდა.

აი ამერიკელისთვის მესამე რაუნდიც არ იყო სახარბიელო, მერაბმა ქეისი პარტერში ორჯერ გადაიყვანა და საკმაოდ
ძლიერად შეუტია.

საბოლოოდ მსაჯებმა ბრძოლიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ქართველი სამივე რაუნდში მეტოქეს ჯობდა და გამარჯვება მიანიჭეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ხუთ ბრძოლაში მეტოქეები ჯამში 35-ჯერ გადაიყვანა პარტერში.

ეს გამარჯვება მერაბის კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდება და რეიტინგის უძლიერეს სპორტსმენებთან დაპირისპირება შეეძლება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
Ufc არის ყველაზე მაღალი დონე.მერაბი კი უპატიოსნესი ადამიანია, ჩვენი ეკლესიის მრევლია ბრუკლინში და ბევრი იწვალა, ვინც არ იცის.მშენებლობაზე მუშაობდა და ასე ირჩენდა თავს.სანამ კომენტარებს დაწერთ, ჯობია არაფერი დაწეროთ, თუკი აზრზე არ ხართ.
ლევან
16 თებერვალი 2020 20:40
0
Chemi gushindeli komentari ixilet megobrebo
Milani
16 თებერვალი 2020 18:22
0
ეს რომელი დივიზიონია? მაკგრეგორი და ხაბიბი ამ დივიზიონში არიან?
რომანი
16 თებერვალი 2020 18:20
6
ესეც ავთანდილ ხურციძესავით ციხეში თუ არ გამოამწყვდიეს ამერიკელებმა ამ გამარჯვებისთვის, კარგი იქნება
!!!!!!
16 თებერვალი 2020 15:55
11
რა საცოდავები ხართ მოკლედ რა!! წლებია ხმის პრობლემას ვერაფერი მოუხერხეთ
333
16 თებერვალი 2020 14:41
0
ეს არი ყომარი ჩხუბზე როგორც ძაღლებს აჩხუბებენ ისე.
zurabi
16 თებერვალი 2020 14:10
13
თქვენ თუ ამას სპორტს ეძახით, მაშინ ნამდვილი სპორტი რაღაა! ამ დაუნდობელ "ორთაბრძოლაში" არის ისეთი დარტყმები რაც სპორცმენის სიკვდილს იწვევს, რა ცოტა დასახიჩრებულა ან არ მომკვდარა პირდაპირ რინგზე? ერთი სიტვით ასეთ ორთაბრძოლას საერთოდ ავკრძალავდი!
Temo
16 თებერვალი 2020 13:25
8
ჯერ კაცების ერთმანეთის ცემის ყურება რა საზიზღრობაა და მერე მთლად სიმახინჯე ქალებისაც. ვეთანხმები ზოგიერთების აზრსს, რომ ესეთი ვითომ სპორტი უნდა აიკრძალოს.
ნოდარი
16 თებერვალი 2020 14:11
8
ეს სპორტი არაა
kirkita goreli
16 თებერვალი 2020 12:29
9
ზუსტად მაგის დაწერა მინდოდა მეც!
მიჩინიო
16 თებერვალი 2020 13:24
1
მაგარი კაცი... წარმატებები
მიხა
16 თებერვალი 2020 11:33
1
ცოტა პატივისცემა გამოიჩინეთ მერაბის მეტოქის მიმართ, რა სათაურია რა არის ეს.
ოეე
16 თებერვალი 2020 09:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული