ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სვეტლანა ხორკინამ საკუთარი აზრი გამოთქვა ოლიმპიადის გადადებასა და მის მიზეზზე.
"ამ სიტუაციაში, ოლიმპიადის გადატანის გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ზოგიერთი სპორტსმენი თავისი ფორმის პიკში ახლა იყო, თუმცა, რას ვიზამთ, განსაკუთრებული არაფერია, 2021 წლისთვის მომზადება მოგვიწევს.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ არ შეიძლებოდა რუსეთის განაწყენება, მათ შორის, არც ჩვენი სპორტსმენებისა. ტყუილად არაა ჩვენს ჰიმნში ნათქვამი, რომ რუსულ მიწას ღმერთი იცავს. ახლა კი ასეთი სერიოზული და სასიკვდილო დაავადება მთელ მსოფლიოს მოედო, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაადგილებები საჭირო არ
იყო.
მე მიმაჩნია, რომ ეს ღმერთის სასჯელია. რუსეთი კი, როგორც ყოველთვის, ყველას დასახმარებლად მზადაა, რადგან აქ გვესმის, რომ კარგი მიზნისთვის ერთიან ბრძოლაზე უკეთესი არაფერია: მეგობრობისთვის, ბავშვებისა და კარგი ეკონომიკისათვის.
მომზადებულია sport-express-ის მიხედვით
ასე როგორ გამოათაყვანა ზოგიერთი ახალგაზრდა სოროსულ-ნეოტროცკისტულმა პროპაგანდამ ჩვენში?
გაიგო თქვენი აღშფოთება? შეიგნო? გამოსწორდება? შეაცვლევინეთ აზრი? ეს რომ გგონიათ საქმის კეთება - ეს არის ჩვენი ტრადიციული უბედურება.
მე რას მიხსნით რუსები ვინ არიან? თქვენზე უკეთ ვიცი. ეს თქვენ ხართ გაოცებულები და გგონიათ ამ ხმაურით რუსეთს ამარცხებთ.
ინფანტილიზმია ჰქვია მაგას
აღარ ვჭამოთ პური მათ ჯინაზე!
მივხედოთ, ჩვენს ქვეყანას!