რუსი კომენტატორი: სტალინი მძულს და მეზიზღება, ის ვამპირი იყო

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ვასილი უტკინმა საკუთარ youtube გვერდზე საუბრისას სსრკ-ს ყოფილ ლიდერ იოსებ სტალინსაც შეეხო.

"სტალინის მიმართ ზიზღითა და სიძულვილით ვარ გამსჭვალული. საერთოდაც, სიტყვა "სტალინთან" არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს.

რატომ არ მომწონს ის? იმიტომ, რომ სტალინი ვამპირი და დამნაშავე იყო,"- განაცხადა ვასილი უტკინმა, რომელიც ბოლო დროს სხარტული გამონათქვამებით უფრო გახდა ცნობილი, ვიდრე წაყვანილი რეპორტაჟებით.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ბევრი რომ არ გავახუროთ, საზოგადოების დიიიდი ნაწილი განათლების და ინტელექტის იმ დონეზეა, რომელზეც იყო სტალინამდე. წერა-კითხვის უცოდინარი..... ისტორია ალაგ-ალაგ არ უნდა იკითხოთ და ალაგ-ალაგ არ უნდა აკეთოთ ანალიზი.... რასაც უტკინი და მისი მსგავსნი აკეთებენ, მაგას რუსული შოვინიზმი ჰქვია, რომელიც სტალინმა ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დაასახელა პარტიის ყრილობაზე. აბა, განათლებულებო მითხარით, სხვას ვინმეს იცნობთ, ვინც მსგავსი რამ სთქვა??? ან ის თუ იცით, რამდენი წელი ეძებდა ერეკლე ხსნას ევროპაში??? ან ის თუა თქვენთვის ცნობილი, რომ გერმანიამ კი აიძულა ჟორდანიას უსუსური მთავრობა დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, მაგრამ მერე ფეხზე დაიკიდა და მაშინ, როგორც ახლა, დასავლეთს საომარი ზონა სჭირდებოდა რუსეთის საზღვართან??? ან ის თუა ზოგიერთისათვის ცნობილი, რომ გენერალ მაზნიაშვილის შეტევა ინგლისელებმა შეაჩერეს, საზღვაო დესანტი გადმოსხეს და ამით არამიანებს ქართული მიწა-წყალი მიაკუთვნეს??? ინგლისის, გერმანიის ან საფრანგეთის გენშტაბების გეგმების შესახებ თუ გსმენიათ რამე, რომლების საქართველოს ოკუპაციას განიხილავდნენ??? ჰიტლერი გაიმარჯვებდაო.... იქნებ არც ფაშისტური გეგმების შესახებაც არ გსმენიათ არაფერი, რასაც დაპყრობილი ტერიტორიებისა და იქ მაცხოვრებელი ხალხების მიმართ აპირებდნენ??? ოტო შინკენდანცი მაინც თუ გსმენიათ ვინ იყო???? უკრაინული არქივები 3 მილიონზე ზემოთ ვერ ავიდნენ და 10 მილიონი საიდან მოიტანეთ ხრუშოვისტებო????
უტკინისა და მისნაირების ჭკუაზე როგორ უნდა დავიდეს ა დ ა მ ი ა ნ ი.......
კაკო
28 ივნისი 2020 22:09
9
3 მილიონი ადამიანის შიმშილით გაწირვას ამართლებ? 3 მილიონი ადამიანის ამოხოცვა საპატიებელია? ხრუშოვისტების რა გითხრა მაგრამ ჩემი სამშობლო მადარდებს და მიყვარს სტალინისტებისგან განსხვავებით. იმ კაცს რა ვუთხარი რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის ხვრეტს ხალხს
Toko
26 ივლისი 2020 12:07
0
დიდება სტალინს!
aburjga
12 მაისი 2020 22:28
10
ჰიტლერს რო მოეგო ომი ჩვენი დუხი არ იქნებოდა ამიტო იყო მთელი მსოფლიო რო იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ.ფაშიზმი რო კარგი ყოფილიყო ამერიკა და ინგლისი თითსაც არ გაანძრევდენ.
Zaza
28 აპრილი 2020 13:11
8
გიორგი ეს შენმა ლიდერებმა ბოკერიამ და სააკაშვილმა გასწავლა? არ გიტყდება ნაციონალობა,ამერიკის მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის დასკვნები წაიკითხე რომელიც ხელმისაწვდომი გახდა უკვე და დარწმუნდები სიმართლეში,სააკაშვილს და ბოკერიას არ ემსახურო
გიორგის
07 ივლისი 2020 17:23
0
ერთია საბჭოთა პროპაგანდა და სულ სხვაა ობიექტური რეალობა. არ შეიძლება ასე ზედაპირულად აფრქვიო მოსაზრებები. რეალობის დასადგენად ძალიან ბევრი კითხვა და ბევრი დოკუმენტური წყაროს გაცნობაა საჭირო, რაშიც არა მგონია თქვენ დიდი დრო გქონდეთ დაკარგული. ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი მთავარი ღირებულება უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და არა საბჭოთა საქართველო.
გიორგი
28 აპრილი 2020 22:32
4
ყველა გამოხმაურება
Yvela adamianis azri pativsacemia. Tumca chemi azrit rusebs stalinze cudi araferi aqvt satqmeli, piriqut saxelmcifo misca mag kacma magat jishs. Aqve davamateb rom msoflioshi bevri imperia arsebobda, yvela sheicvala , yvelam ragac shecvala urtiertobebshi magram ara rusetma, samyaro icvleba magram ruseti ara.
Milani
27 აპრილი 2020 19:52
0
"ჰაი გიტლერს" ვინც ყვიროდნენ ახლა ევროპაში პირველი ეკონომიკა აქვს და ახლანდელი გადასახედიდან რუსებზე მეტი ღირებულების ქვეყანაა. რამოდენიმეჯერ მიფიქრია ომის წაგების შემდეგ რა იქნებოდა. ახლა უკვე კოლონიები აღარაა მსოფლიოში. ასე რომ არა მარტო ჩვენ, ვფიქრობ მსოფლიოც მოიგებდა იმ შიზოიდ ჰიტლერის გამარჯვებით. იმიტომ რომ კომუნისტებმა უარესად გაყვეს მსოფლიო ორ ბანაკად და ხელი შეუშალა მსოგლიოს უფრო სწორად განვითარებაში. ჩვენთვისაც უკეთესი იქნებოდა გერმანიის ქვეშე განვითარება, ვიდრე ლოთი და მექრთამე რუსებთან "ერთ ქვეყანად" ცხოვრება განვითარებისა. ვფიქრობ მაშინ ჩვენმა წინაპრებმა ვერ გააცნობიერეს რა უფრო სწორი იქნებოდა და ახლაც ვფიქრობ რომ ბევრი ჩვენი თანამემაულე ცდება როდესაც სიმპატიით უყურებს რუსეთს. რუსეთი მხოლოდ მტაცებელია და ცივილიზაციას ატორმუზებს. ეს ყველაფერი დაიწყო სტალინმა, როდესაც მსოფლიო ორად გაყო.
G.LA
27 აპრილი 2020 10:31
22
ოჰო, სტალინი წამომდგარა და დემაგოგობს! რატომ არ ვიარსებებდით დიდო ბელადი? 1918 წლის ოსმალეთ- საქართველოს ხანმოკლე ომზე თუ გსმენიათ რამე, მთელი ტაო რომ ერთი ამოსუნთქვით გაიარეს ქართველებმა? და დღეს რატომ არ გვიპყრობს თურქეთი, რომელიც მაშინდელ ოსმალეთზე გაცილებით ძლიერია? დღეს ვინ გვიპყრობს და ვინ ცდილობს ჩვენს გათელვას იმას თუ ხედავს თქვენი მახვილი თვალი?
ილია
27 აპრილი 2020 14:09
6
ჩვენი წინაპრები არ შემცდარან, 1918-21 წლების საქართველოს პოლიტიკური ელიტა ჩვენს მთავარ მოკავშირედ სწორედ გერმანიას და ევროპის ქვეყნებს განიხილავდა და აქტიურადაც თანამშრომლობდა მათთან. საქართველოს დამოუკიდებლობაც ამ კავშირის დამსახურება იყო, თუმცა სულ მალე ბოლშევიკური ანექსიის შედეგად პოლიტიკური ელიტა და ღირსეულ ქართველთა დიდი ნაწილი მიზანმიმართულად განადგურდა, პატივცემული სტალინის დიდი დამსახურებით, შედეგად მივიღეთ საბჭოთა საქართველო და სამამულო ომად თავსმოხვეული მსოფლიო ომი, რომელსაც ასეულ ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი სარგებელი მოუტანია.
სოსო
27 აპრილი 2020 13:48
7
ყველა გამოხმაურება
სტალინმა 150 მილიონიანი სსრკ ჩაიბარა მშიერი, ჩაუცმელი,გაუნათლებელი,უშუქო.რამდენიმე ხანში დააპურა,ჩააცვა,ააშენა 15000 საწარმო ,ჰესები,საავადმყოფოები ,ინსტიტუტები,სკოლები,სამეცნიერო დაწესებულებები და სხვა მერე კბილებამდე შეიარაღებულ გერმანიას ომი მოუგო,რამდენიმე წელიწადში ომისგან დანგრეული ქვეყანა ააშენა და მსოფლიოს აზანზარებდა.რა თქმა უნდა ვინც ხელს უშლიდა თავიდან იცილებდა კლავდა, ასახლებდა.წინააღმდეგ შემთხვევაში სსრკ-ს ვერ შექმნიდა სადაც ქართველები გამორჩეულად ბედნიერად ვცხივრობდით.
სად სტალინი და სად უსაქმური უტკინი
27 აპრილი 2020 01:19
24
და 10 მილიონი უკრაინელი შიმშილით ჩახოცა :)) სხვადასხვა მეცნიერებაში კიდევ, ევროპა და ამერიკა ისე ჩამორჩებოდა მაშინდელ საბჭოთა კავშირს, როგორც ახლა სამხრეთ კორეა ჩამორჩება ჩრდილოეთ კორეას. ხალხმა ელემენტარული არ იცოდა, საბჭოური ტექნოლოგიები 10 წლით ჩამორჩებოდა უცხოურს. ხალხი დაზომბილი იზოლირებული ვაი ლენინს და სტალინს რო გაიძახდა დღესაც კი ვერ გაუსწორეს თვალი აწმყოს და სიმართლეს. ამის მერე როგორ ამბობ რომ სტალინი ტირანი და სისხლისმელი არ იყო! მხოლოდ ეს თქვა უტკინმა
თრ
28 აპრილი 2020 00:06
6
მაგი მაკლია ეხლა შენი ნაბჟუტურალი გულზე მომხვდეს შენი კლასტერის სივრცე ეგარი დაი გულავე.დდ კლავიატურის ლომო.
zaza
27 აპრილი 2020 01:04
4
ვასო,ნა ვსიაკი სლუჩაი,გორში არ ჩახვიდე.ეშმაკს არ სძინავს.
status quo
27 აპრილი 2020 01:04
2
უტკინი ინტელექტუალი ადამიანია,მაგიტომაც არ უყვართ წინა კანდელაკებს და მისნაირ ღორებს. რა თქმა უნდა, სტალინი სისხლიანი მმართველი იყო და სიმართლე თქვა ამ კაცმა.
ნწ ნწ ნწ
27 აპრილი 2020 00:51
12
იხვო,ჩამოდი ჩვენთან.დიდ ა ქ უ ს თან TV-ში დაწყებ მუშაობას, თან
მსოფლიო რანგის ნაძირალებთან ურთიერთობა არ მოგაკლდება.
დ.დ.
27 აპრილი 2020 00:15
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული