როგორც ლოს-ანჯელესის პოლიციის ვებგვერდზე წერია, ადგილობრივმა პოლიციამ დაღუპული შედ გასპარის სხეული ქალაქის ერთ-ერთი პლაჟზე იპოვა.
სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ, მიქცევის დაწყების დროს ოკეანის ტალღამ გაიტაცა და მას შემდეგ არავის ენახა. ოფიციალური სტრუქტურები მას დაკარგულად აცხადებდნენ.
39 წლის გასპარი ოჯახთან ერთად ისვენებდა, როცა ოკეანეში შვილთან ერთად შესულს მიქცევის ტალღები დაატყდა თავს. მაშველები პირველად შედთან აღმოჩნდნენ, თუმცა მან, პირველ რიგში, შვილის გადარჩენა ითხოვა. ბიჭუნა ნაპირზე უვნებელი გამოიყვანეს, მამა კი დაიღუპა.
ცნობილი მოჭიდავე შვილის გადარჩენას ოკეანეში ემსხვერპლა