"ის თავში გამეტებით მირტყამდა, რამაც აზროვნების უნარი დამაკარგვინა..." - მაიკ ტაისონი [VIDEO]

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ ევანდერ ჰოლიფილდს შესაძლებლობის შემთხვევაში კვლავ უკბენდა.

ტაისონმა 1997 წელს გამართულ ორთაბრძოლაში მოწინააღმდეგეს ყურის ნაწილი მოაჭამა.

"თუ ის ისევ გაიმეორებს იმას, რის გამოც მე მას ყურზე ვუკბინე, იმავეს აუცილებლად გავიმეორებდი. ვუკბენდი მას იმიტომ, რომ მისი მოკვლა უნდოდა. მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ის თავში გამეტებით მირტყამდა, რამაც აზროვნების უნარი დამაკარგვინა. ამ ყველაფერმა ბრძოლის წინ დასახული გეგმიდან ამომაგდო.

ეს ცუდია თუ კარგი, მე უფლებას არავის მივცემ, რომ ჩემი ტიტული წამართვას. ამიტომ მე ყველაფერს დავუპირისპირდები, რაც
წინ გადამეღობება. მე ეს გავაკეთე. მე ამ ყველაფერზე ავიღე პასუხისმგებლობა" - განაცხადა ტაისონმა.


ეს კი ის მომენტი, როდესაც ტაისონმა მეტოქეს ყურზე უკბინა

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვუკბინე,რადგან მისი მოკვლა მინდოდაო,ჩემი მოკვლა კი არ უნდოდაო. წადი ინგლისური ისწავლე. და მერე კრივის ერთი ორი რამე. და თავში ყველა ურტყამს შე გენიოსა. ტაისონი იძახის რომ თავს მირტყამდა თავშიო გაიგე??. და აზროვნების უნარი კი არ დააკარგვინა. იმას ამბობს რომ სიბრაზით გამო დაკარგა თავის თავზე კონტროლი.
და ვაბშე არ ვიცი რას ემსახურება ეს პოსტი.
ნუ ბლოკავ.
0
ჰოლიფილდი ყველაზე დაუფასებელი სპორტსმენია სპორტის ისტორაში. არადა ერთადერთი მოკრივეა მძიმე წინაში ვინც 4 ჯერ იყო ე.წ. მსოფლიო ჩემპონი. ძაან ჩაგრავდა გაპიარებულ ტაიოსონს. უბრალოდ თავმდაბალი და უინტერესო იყო პრესისთვის ტაიოსონისგან განხვავებით. სამწუხაროდ ჰოლიფილდს ხალხი იმით იცნობს რო ტაისონმა ყური მოაჭამა.
Emre
13:49 20-11-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული