"ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ..." - ლევან სალუქვაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ ქართველ გულშემატკივრებს და არამხოლოდ გულშემატკივრებს მიმართა:

"ყველას მოგიკითხავთ, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენი გვერდში ყოფნა კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს., გავუფრთხილდეთ ერთმანეთს არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ოჯახის წევრებს არაფერი მივუტანოთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენც არაფერი მოგაკლოთ, გადაცემა, რეპორტაჟი. ახლა ვიცით, რომ ისეთი დროა, როდესაც განსაკუთრებულად გჭირდებათ სპორტის მოყვარული პიროვნება. 

ადამიანი, რომელიც სახლში ჩაჯდა და მაქსიმალურად უფრთხილდება თავს, რა უნდა გააკეთოს? დაჯექით ტელევიზორთან და უყურეთ სპორტს. აგერ, ფეხბურთი გვაქვს, კალათბურთი, რაგბი, ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. 

ცოტა ხანი ასე ერთად
ვიყოთ და გადავაგოროთ ეს დღეები. ადრე, როცა ტელევიზია არ იყო, მაშინ რა გვექნა? მერე რა, რომ ადრე პანდემია არ იყო, უშუქობა, უგაზობა, სიცივე, შიმშილი იყო. ადრე რა უნდა გაგვეკეთებინა? დღეს მიხვალ სახლში და "ბარსელონა" თამაშობს. დაჯექი და უყურე გრიზმანს. 

მოკლედ, გავიგე ექიმებისგან, რომ რაც უფრო მხიარულად, უშიშრად იქნები, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას არ ნიშნავს, მაგრამ რაც უფრო მხნედ ვიქნებით, კოვიდი უფრო ვერ მოგვერევა. ამიტომ, მოდი, ვიყოთ ასე. ასეა ომში, სპორტში და ალბათ ვირუსთან ბრძოლის დროსაც ასეა.

გავამხნევოთ, გავუცინოთ და გავამხიარულოთ ერთმანეთი და ეს ყველაფერი ასე გადავიტანოთ. მოვა ეს კარგი დროც. ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ. მთავარია, გავურთხილდეთ ჩვენს ახლობლებს და საკუთარ თავებს. 

დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება". 

alt"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
კაი ეხლა არ გინდა ესეთი ლაპარაკი! საკუთარი თავის რეაბილიტაციას ახდენ ეხლა!! / შენი საქმე როგორაა იცი? აი ქართულ ტელევიზიებში რომ არის ერთ გადაცემას ტრანსექსუალებს და სექსმუშაკებს რომ უძღვნიან და მერე ხალხის რისხვა რომ არ დაიმსახურონ ეკლესია მონასტრებს რო აშუქებენ ... /
Vasili
07 დეკემბერი 2020 15:57
16
ქეცბაიას მოუხადე ბოდიში შე უნამუსო კაცო, თემურის ფრჩხილად არ ღირხარ და თავს უფლებას აძლევ ლანძღო დამსახურებული მოთამაშე, მწვრთნელი და მამულუშვილი.
ზაირა
08 დეკემბერი 2020 16:39
0
მიუხედავად ყველაფრისა ამ კაცს ბ. თემურ ქეცბაიასათვის და ქართველი გულშემატკივრისათვის ბოდიში ჯერ არ მოუხდია. ძალიან ცდილობს და მეც მომხრე ვარ ამ კაცის რეაბილიტაციისა მაგრამ ვერ ვხვდები ამდენ ხანს რატო არ მოიხადა ბოდიში, მგონია რომ დაუფასებს ამას გულშემატკივარი აუცილებლად.
ანდრო
07 დეკემბერი 2020 15:21
14
სპორტული ჟურნალისტი კიარა მართლა მექისეა ეს კაცი. ამისნაირი არარაობა ტრაქტორისტს რო დაუძახებს ქართველ გულშემატკივარს და ქეცბაიას ზრდილობაზე ილაპარაკებს კიდე.
Jimsheri
08 დეკემბერი 2020 13:16
2
ასიანი ხარ რაა ბუხრიკა. აბა ამან ის ტქვას რაც ქვეყანაში ხდება და სად იჯდება ვნახავთ მერე. ეეეხ რა ვქნათ ამ საწყალმა ხალხმა.
5555
07 დეკემბერი 2020 22:39
7
კარგი რა!!!!!
lako
07 დეკემბერი 2020 15:56
4
შედარებით მარტივი გზა იქნებოდა სომხეთისთვის რომ მოგვეგო, ეგ კი რეალურად რომ ვთქვათ შეუსრულებელი მისიაა, მაგარი მწვრთნელი გვინდა, ჩემი ფავორიტები არიან ესპანელი რობერტო მორენო, იტალიელები დონადონი და ჩეზარე პრანდელი, ფრანგები პატრიკ ვიეირა და ლორან ბლანი, ან გერმანელებიდან ვინმე ავტორიტეტები ამოარჩიეთ, თუ კარგი შედეგი გინდათ ბევრი უნდა გადაიხადოთ რადგან ჩვენი უვარგისი ფეხბურთელებისგან მოაზროვნე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადება ადვილი არ არის
lechxumeli
07 დეკემბერი 2020 23:37
5
კაცურად დელპიეროს გაატანინე რა ერთი ბურთი.
ddgfdf
07 დეკემბერი 2020 20:19
5
კაი ხალხნო ნუ ამცირებთ ეგრე, ცოდოა, ხალხი იცნობს მეგობრები ყავს და კითხულიბენ ამ კომენტარებს, ცოდოა სად გამოყოს თავი მერე, დაანებეთ თავი.
Avto
08 დეკემბერი 2020 15:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული