"ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ..." - ლევან სალუქვაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ ქართველ გულშემატკივრებს და არამხოლოდ გულშემატკივრებს მიმართა:

"ყველას მოგიკითხავთ, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენი გვერდში ყოფნა კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს., გავუფრთხილდეთ ერთმანეთს არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ოჯახის წევრებს არაფერი მივუტანოთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენც არაფერი მოგაკლოთ, გადაცემა, რეპორტაჟი. ახლა ვიცით, რომ ისეთი დროა, როდესაც განსაკუთრებულად გჭირდებათ სპორტის მოყვარული პიროვნება. 

ადამიანი, რომელიც სახლში ჩაჯდა და მაქსიმალურად უფრთხილდება თავს, რა უნდა გააკეთოს? დაჯექით ტელევიზორთან და უყურეთ სპორტს. აგერ, ფეხბურთი გვაქვს, კალათბურთი, რაგბი, ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. 

ცოტა ხანი ასე ერთად
ვიყოთ და გადავაგოროთ ეს დღეები. ადრე, როცა ტელევიზია არ იყო, მაშინ რა გვექნა? მერე რა, რომ ადრე პანდემია არ იყო, უშუქობა, უგაზობა, სიცივე, შიმშილი იყო. ადრე რა უნდა გაგვეკეთებინა? დღეს მიხვალ სახლში და "ბარსელონა" თამაშობს. დაჯექი და უყურე გრიზმანს. 

მოკლედ, გავიგე ექიმებისგან, რომ რაც უფრო მხიარულად, უშიშრად იქნები, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას არ ნიშნავს, მაგრამ რაც უფრო მხნედ ვიქნებით, კოვიდი უფრო ვერ მოგვერევა. ამიტომ, მოდი, ვიყოთ ასე. ასეა ომში, სპორტში და ალბათ ვირუსთან ბრძოლის დროსაც ასეა.

გავამხნევოთ, გავუცინოთ და გავამხიარულოთ ერთმანეთი და ეს ყველაფერი ასე გადავიტანოთ. მოვა ეს კარგი დროც. ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ. მთავარია, გავურთხილდეთ ჩვენს ახლობლებს და საკუთარ თავებს. 

დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება". 

alt"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეგრე რა,ხომ შეგძლებია რომ მოინდომებ.
კახა ქ.
07 დეკემბერი 2020 13:17
9
ლევან ძალიან კარგი კომენტარია ყოჩაღ! ერთ რამეში არ გეთანხმები ბარსასთან დაკავშირებით, გრიზმანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე მირჩევნია ლეო მესის ვუყურო!
ზურა
07 დეკემბერი 2020 15:04
7
ვა მექისე გაიჩითა, ეს ის კაცი არაა ქართველ გულშემატკივარს ტრაქტორისტებს რომ გვეძახდა და საპასუხოდ მადლიერმა გულშემატკივარმა მექისე რომ შეარქვა?! ეს კაცი სპორტული ჟურნალისტი კიარა მექისეა მართლა. რას აპიარებს თავს რა უნდა? ხო ნახა რომ ხალხს ნეგატივი ქონდა ამის ლაპარაკზე რაღას აღიზიანებს მოერიდოს ცოტახანს.
Givi
07 დეკემბერი 2020 15:02
16
ხალხს ამოფარებული მიცინი ხარ
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
07 დეკემბერი 2020 15:54
6
და ამ კაცს რატო აპიარებთ?
SL
07 დეკემბერი 2020 14:48
9
ამ კაცის პატივისცემა მარტო მაშინ დამიბრუნდება თუ თემურ ქეცბაიას და სრულიად ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს მოუხდის.
ანდრო
07 დეკემბერი 2020 16:10
20
კარგი ხარ ლევან!!
aguli_11
07 დეკემბერი 2020 13:54
13
ხალხნო, გთხოვთ, დავანებოთ თავი სხვის გნკითხვას და განსჯას! ჩვენ, არცერთნი არავართ იდეალურები და უცოდველები!
ვახო...
07 დეკემბერი 2020 18:04
4
ამას არეკუთვნის კომენტატორი რომ იყოს მითუმეტეს ნაკრების თამაშზე ცუდი კაცი ხარ და უცოდინარი და არც კაცობა გყოფნის ბოდიშის მოსახდელათ თემურთან და ქვეყანასთან კიდევ ვიტყვი რომ ინტრიგანიხარ
Gio
08 დეკემბერი 2020 11:02
2
საერთოდ საიდან ამოტივტივდა ეს ადამიანი ძალიან არ მომწონს და უაზრო იდეები აქვს სულ ყოველთვის რაღაც ინტრიგანი მგონია და რავქნა ასე ვფიქრობ დიდი ხანია მინდოდა ეს მეთქვა
Gio
07 დეკემბერი 2020 14:51
17
რა თქვა ეხლა ისეთი, რომ არ მოგეწონა? პირიქით ძალიანაც კარგადაც ჩამოაყალიბა ლევანიმ.
გიოს
07 დეკემბერი 2020 15:06
6
Ეს საერთოდ ვის დაკარგვია.შენ რო გერიცხება ხელფასია კაია.აბა სხვას ერიცხება რამე სახლში რო დაჯდეს და სპორტითგართოოს?ამისთანა უნამუსო ადამიანებს ვერ ვიტან.
buxrika
07 დეკემბერი 2020 18:42
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული