ბოლო საშეჯიბრო დღეს ეტაპის მსვლელობას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.
მინისტრის შეფასებით, ბაკურიანი მსოფლიო რუკაზეა. მისი თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი.
"შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც
აღნიშნული საერთაშორისო ეტაპები წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს თავისუფალი სტილით სრიალში. ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით იმართება, პროცესში ჩართულია ასამდე მოხალისე. გაწეული სამუშაოები უაღრესად დადებითად შეფასდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენებისგან.
"მინდა მთელ საქართველოს მივულოცო პირველ რიგში ეს მოვლენა. უაღრესად კმაყოფილია ტურნირის ყველა მონაწილე. უდიდესი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს საერთაშორისო ინდუსტრიას, გავავითაროთ ის პოტენციალი, რაც დევს ზამთრის ტურიზმში, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის", - აცხადებს ზურაბ კოსტავა.
შეჯიბრის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება ისეთ რეიტინგულ არხზე ხდებოდა როგორიცაა ევროსპორტი. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა "ევრონიუს ჯორჯიასა" და "სილქ უნივერსალის" მეშვეობითაც.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია "სილქნეტია".
R