წავიდა, 90-კილოგრამიანი ალიგატორი მოინადირა და ვიდეო "ტვიტერზე" განათავსა - NFL-ის ვარსკვლავი დიდი კრიტიკის ქვეშაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კლივლენდ ბრაუნსის" მოთამაშე ვაიტ ტელერი სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს გამო დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა. სპორტსმენმა ვიდეო "ტვიტერზე" განათავსა, სადაც ჩანს, თუ როგორ ჰყავს 90-კილოგრამიანი ალიგატორი მხრებზე შემოსმული და მიჰყავს.

ფლორიდაში ნიანგებზე ნადირობა დასაშვებია, თუმცა კრიტიკის მიზეზი სხვა რამ გახლდათ - NFL-ის ვარსკვლავი ამ ნიანგის მონადირების შემდეგ ისე პოზიორობდა, როგორც რომელიმე დიდი ტიტულის მოგების შემდეგ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 1 /
რომ პოზიორობს,გასაგებია,მაგრამ მონადირება,მოკვლას გულისხმობს.მკვდარ ალიგატორს,პირს რატომღა გაუკრავდა?სავარაუდოდ ცოცხალია და პირიც ამიტომ შეუკრეს.რეკლამა და მარიაჟობა კი,მკვლელობა არ არის.რა ვიცი,ლოგიკურად ასე გამოდის.
სოსო
12:32 09-03-2021
2

სიახლეები პოპულარული