ოლიმპიადაზე მაყურებელთა დაშვების საკითხები საბოლოოდ განისაზღვრა

AutoSharing Option
ტოკიო-2020-ის თამაშებზე მაყურებლებს დაუშვებენ, ოღონდ 50-პროცენტიანი შეზღუდვით.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC), იაპონიის მთავრობისა და ტოკიოს მთავრობის ხუთმხრივ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ოლიმპიურ არენებზე მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე.

"მივედით შემდეგ შეთანხმებამდე, იაპონიის მთავრობის მიერ დაწესებული ლიმიტის თანახმად, მაყურებელთა რიცხვი განსაზღვრულია არენის ტევადობის 50 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 10 ათასი ადამიანისა. თუ 12 ივლისის შემდეგ საგანგებო რეჟიმი ან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებული ზომები იქნა შემოღებული, მაყურებელთა დაშვების საკითხი გადაიხედება, მათ შორის, თამაშების მაყურებლის გარეშე ჩატარების შესაძლებლობაც",
- განაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა სეიკო ჰასიმოტომ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, სასწრაფო ზომების მისაღებად კვლავ ხუთმხრივ სხდომას მოიწვევენ.

ეს გადაწყვეტილება ეხებათ მხოლოდ იაპონიის მოქალაქეებს. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ტოკიოში ჩასვლის და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასწრების შესაძლებლობა არ ექნებათ.


წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული