ქარელში მსოფლიო რეკორდი დამყარდა

AutoSharing Option
ქარელში მცხოვრებმა 28 წლის გიგი ყიფშიძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა: მან 5-კილოგრამიანი ჰანტელებით 10,000 მოძრაობა შეასრულა და საერთო ჯამში 50,000 კილოგრამი ტვირთის აწევა დააფიქსირა.

რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია აკვირდებოდა. ღონისძიება ქარელის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა და მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ.

ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა რეკორდსმენს წარმატება მიულოცა და ფულადი პრიზით დააჯილდოვა. გიგი ყიფშიძის განცხადებით, იგი უახლოეს მომავალში შეეცდება ახალი რეკორდის დამყარებასაც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული