"ტოკიოს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ქართველი პარაოლიმპიური სპორტსმენის წინააღმდეგ, რომელიც სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმაშია ბრალდებული.
პოლიციისა და სასტუმროს განცხადებით, პარაოლიმპიელი, რომელიც ძიუდოისტია და მისი რამდენიმე თანაგუნდელი, 12 აგვისტოს დილით დილით სასტუმროს დერეფანში ხმაურობდნენ. სასტუმროში კარანტინი იყო მას შემდეგ, რაც ქართველთა გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. როდესაც სასტუმროს მცველი, რომელიც 60 წლისაა, ცდილობდა ისინი გაეჩუმებინა და თავიანთ ოთახებში დაებრუნებინა, ძიუდოისტმა ის იატაკზე დააგდო. სასტუმროს თანამშრომელს ნეკნის მოტეხილობა აქვს.
პოლიციამ დაჰკითხა ძიუდოისტი,
იაპონური NHK News-ის ცნობით, ეს სპორტსმენი 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და წლევანდელის ფავორიტი - ზვიად გოგოჭურია.
პარაოლიმპიური თამაშები 24 აგვისტოს იწყება. პარაძიუდოში საქართველოს ღირსებას 6 სპორტსმენი იცავს.