გუშინ, 3 სექტემბერს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi"-ში გაიმართა.
მემორანდუმს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მხრიდან, პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა მოაწერეს ხელი.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა.
დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება დაფინანსების მოსაპოვებლად.