შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

AutoSharing Option
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ, ხოლო საელჩოს მხრიდან საელჩოს ატაშემ ურთიერთობების დარგში, ლეონორა ფუნდმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლებმა საელჩოს დელეგაციას გააცნეს ფონდის მიზნები, ამოცანები, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ფონდსა და საფრანგეთის შესაბამის ორგანიზაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულების პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.

დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება.

სპორტის,
ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი

altქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან

altქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

alt"ვალენსია" და "ბარსას აკადემია" თბილისში - საერთაშორისო ტურნირი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული