რუსთავის საპატიმროში მსოფლიო რეკორდი დამყარდა

AutoSharing Option
ქართველმა მსჯავრდებულმა, 42 წლის პაატა ბერიკაშვილმა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ორი ცალი 22-კილოგრამიანი ჰანტელი გაშლილი მკლავებით მხრების სიმაღლეზე (ე.წ. Dumbbell Front Raise) წუთში 37-ჯერ ასწია და მრავალგზის გინესის რეკორდსმენის - ირლანდიელი იმონ კინის შედეგი გააუმჯობესა.

ღონისძიება რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. რეკორდის დამყარების პროცესს, დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია აკვირდებოდა.
ირლანდიელი სპორტსმენის შედეგის გასაუმჯობესებლად, ბერიკაშვილს ჰანტელებით წუთში 1215 კილოგრამზე მეტის აწევა უნდა მოესწრო, თუმცა მიზანს 413-კილოგრამიანი სხვაობით გადააჭარბა და 1628 კილოგრამი დააფიქსირა.

აღსანიშნავია,
რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით საქართველოს რეკორდების ფედერაცია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, გამოვლენილი ჰყავს 5 მსოფლიო რეკორდსმენი 4 სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და დარეგისტრირებული აქვს 12 მსოფლიო რეკორდი.

მკითხველის კომენტარები / 7 /

ვაა რა მაგარია
QurduliAmbebi.ge
21:29 06-09-2021
3
გამოვუშვათ რაა ტოო, რომელი საუკუნეა რაღადროს ციხეებიაა, დიდი ამბავი თუ მოიპარა, ევროპაში ქურდობაზე ვაფშე არაა ციხე, არც გაუპატიურებაზე აგერ მთელი არაბები აუპატიურებენ ევროპელებს მარა არავის იჭერენ, პირიქით მოწონთ, ხოდა ჩვენც ხო ევროპა ვართ ტოო, გამოუშვათ რა ჩემი ძმაკაცი გიუშა ზის ბიჭო რის გულიზე როჟა შემოეჭრა ჩხუბის დროს და აბა ჩხუბის დროს ეგეთი რაღაცა ვის არ მოსვლია, კაით რაა გამოუშვით გიუშა ცოდოა მასტი, ახალგაზრდობას უნგრევთ თქვე არასწორებოო
ინგირა
17:06 06-09-2021
51

სიახლეები პოპულარული