IOC: შეჯიბრებებზე უნდა დაიშვას ყველა სპორტსმენი, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტრანსგენდერთა საკითხზე საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისთვის ერთგვარი რჩევათა კრებული გამოსცა.

კრებულში შევიდა ათი პრინციპი, რომლებიც, IOC-ის აზრით, ფედერაციებმა უნდა გაითვალისწინონ და საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ.

IOC-ში მიაჩნიათ, რომ შეჯიბრებებზე უნდა დაიშვას ყველა სპორტსმენი, განურჩევლად მათი სქესისა, სტატუსისა ან გენდერული იდენტობისა. თუმცა, ამავე დროს, IOC აცხადებს, არ შეუძლიათ შემოიღონ წესები, რომლებიც თითოეული სპორტისთვის დაშვების კრიტერიუმებს განსაზღვრავს. ამ მხრივ, IOC საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედების უფლებას სპორტულ ფედერაციებს უტოვებს.

ამასთან, ფედერაციებმა უნდა დააწესონ კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ამა თუ იმ სპორტსმენის დაშვება შესაძლებელი
იქნება კაცთა თუ ქალთა ასპარეზობებზე. ათლეტი არ დაიშვება მის მიერ შერჩეულ კატეგორიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებული იქნება, რომ ის მიიღებს უსამართლო უპირატესობას ან თუ შეიძლება, რომ აზარალოს სხვა სპორტსმენები. მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, სპორტსმენს კი ყოველთვის შეეძლება საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გააპროტესტოს ფედერაციის გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სქესის განსასაზღვრად არასავალდებულო სამედიცინო პროცედურებით სპორტსმენის იძულების წინააღმდეგ გამოდის.

გენდერული თანასწორობის და სქესობრივი განსხვავებების ახალი კონცეფცია IOC-მა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წარმოადგინა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

 

altპეკინის ოლიმპიადის ესტაფეტა თებერვლიდან დაიწყება

altქართველი კანოისტების 9 ოქროს მედალი

altთეა წულუკიანი მეკლდეურობის ფედერაციას ესტუმრა


მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლიმპიურმა კომიტეტმა პილატესავით ხელები დაიბანა და ამით,თავისი ამორალურობაც დაამტკიცა.ვერასოდეს იქნება პატიოსანი,სქესშეცვლილის და ბუნებრივად გაჩენილის დაპირისპირება.
სოსო
15:07 19-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული