"ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი... დიღმის მასივში მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები" - დიადი ჩემპიონისთვის წართმეული მე-4 ოლიმპიური ოქრო და რთული ცხოვრება ემიგრაციაში

AutoSharing Option
76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლისპრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი.

- აკოფ­ჩიკ, ჩემო ძვირ­ფა­სო, წა­მო­დი, შენი მო­მა­ვა­ლი რე­კორდსმე­ნი უნდა გაჩ­ვე­ნო, მე­ო­თხეკლა­სე­ლი ბი­ჭია, - უთხრა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ტა­ი­სია პეტ­როვ­ნამ ად­გი­ლობ­რივ მწვრთნელ აკოფ კერ­სე­ლი­ანს.

მწვრთნელს, რო­მელ­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და, გა­უკ­ვირ­და, - მე ჯერ პა­ტა­რებ­თან არ ვმუ­შა­ობ, რად მინ­და, რომ მაჩ­ვე­ნოო, თუმ­ცა ჯი­უტ­მა დი­რექ­ტორ­მა თა­ვი­სი არ და­ი­შა­ლა და აკო­ფი მა­ინც წა­იყ­ვა­ნა.

როცა
კერ­სე­ლი­ანს ბიჭი წა­რუდ­გი­ნეს, აზრი, რომ ტყუ­ი­ლად მო­აც­დი­ნეს, უფრო გა­უმ­ყარ­და - მის წი­ნა­შე იდგა პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა, მხი­ა­რუ­ლი მზე­რით, გამ­ხდა­რი და არაფ­რით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი...

- მიდი, აბა, ერთი გა­დახ­ტი, - უთხრა მწვრთნელ­მა ბი­ჭუ­ნას, ბა­რემ იქ იყო და ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის შე­მოწ­მე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ბი­ჭუ­ნამ და­ი­წყო სირ­ბი­ლი, საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად, ჰა­ე­როვ­ნად აჩ­ქარ­და და ბო­ლოს, ასე­თი­ვე სიმ­სუ­ბუ­ქით გა­დახ­ტა. აკოფ­მა სა­ზო­მი აიღო, გა­ზო­მა და მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 4 მეტ­რი და 40 სან­ტი­მეტ­რი და­ა­ფი­ქსი­რა... გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა კერ­სე­ლი­ან­მა ვიქ­ტორს უკვე ინ­ტე­რე­სით გა­ხე­და:

- ვი­წი­ოკ, მძლე­ოს­ნო­ბა, იცი, რა არის?

- და რა უნდა გა­ვა­კე­თო?

- ირ­ბი­ნო.

- და არ ვიხ­ტუ­ნა­ვებთ?

- აუ­ცი­ლებ­ლად!

- მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხტუნ­ვა.

- ჰოდა, იხ­ტუ­ნა­ვებ კი­დეც. ხომ იცი, ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა ირ­ბი­ნო, შორს რომ გა­დახ­ტე?

- ვირ­ბენ, არ არის პრობ­ლე­მა.

ამ შეხ­ვედ­რას თვი­თონ ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი ასე იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ:

"ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სო­ხუ­მის მე-8 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ფეხ­ბურთს კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­დან­ზე ვთა­მა­შობ­დით. კა­რად ფა­რის ძე­ლებს ვი­ყე­ნებ­დით. ერთ მო­მენ­ტში და­ვარ­დნილ მე­ტო­ქეს გა­და­ვახ­ტი და წამ­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ტა­ი­სია მა­ლი­გი­ნას ხმა მო­მეს­მა, თა­ვის­თან მიხ­მობ­და. მის გვერ­დით ტან­ხმე­ლი კაცი იდგა. ქალ­ბა­ტონ­მა ტა­ი­სი­ამ იმ მა­მა­კაცს ჩემ­ზე მი­უ­თი­თა და უთხრა: გა­ი­ცა­ნით, აკოფ სამ­ვე­ლიჩ, ეს ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვია, ჩვე­ნი ჩემ­პი­ო­ნიო... ასე გა­ვი­ცა­ნი აკოფ კერ­სე­ლი­ა­ნი. მან თა­ვის ჯგუფ­ში მი­მიწ­ვია და ჩემი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რაც და­ი­წყო..."

Sportall.Ge

1968 წლის მექ­სი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვიქ­ტორ სა­ნე­ევს ზუს­ტად ის ბავ­შვუ­რი სი­ლა­ღე და ოპ­ტი­მიზ­მი სჭირ­დე­ბო­და, რო­გო­რი­თაც კერ­სე­ლი­ანს პირ­ვე­ლად შეხ­ვდა. 22 წლის ვიქ­ტო­რი თა­ვის პირ­ველ ოლიმ­პი­ა­და­ზე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის შემ­დეგ, როცა უფრო მეტ სა­ათს სა­ვარ­ჯი­შო კომ­პლექ­სებ­ში ატა­რებ­და, ვიდ­რე ძილ­ში, სა­ნე­ე­ვი ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად იყო, თუმ­ცა არ წარ­მო­ედ­გი­ნა, ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე რო­გო­რი ომის გა­მოვ­ლა მო­უ­წევ­და. დღემ­დე იმ ფი­ნალს სას­წა­ულს უწო­დე­ბენ.

ჯერ იყო და, იტა­ლი­ელ­მა ჯუ­ზე­პე ჯენ­ტი­ლემ შე­დე­გი 17 მეტრზე მეტი და­ა­ფიქ­სი­რა და ახა­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. არ­ცერთ საბ­ჭო­ელ სპორ­ტსმენს მა­ნამ­დე ასე­თი შე­დე­გი არ უჩ­ვე­ნე­ბია. შემ­დეგ სა­ნე­ევ­მა თა­ვის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, როცა 17 მეტ­რი და 23 სან­ტი­მეტ­რი მი­უთ­ვა­ლეს. კერ­სე­ლი­ან­მა გულ­ში ლოც­ვა და­ი­წყო - "ოღონდ ახლა დას­რულ­დეს თა­მა­შე­ბი“. ის ოც­ნე­ბობ­და ომზე, ქარ­ბორ­ბა­ლა­ზე, წყალ­დი­დო­ბა­ზე, მე­წყერ­ზე, ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე, ოღონ­დაც შე­ჯიბ­რება დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და მისი მოს­წავ­ლის­თვის რე­კორ­დი არა­ვის­ წა­ერ­თმია. ამა­სო­ბა­ში ბრა­ზი­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად დად­გა სას­ტარ­ტო წერ­ტილ­ზე, გა­მო­იქ­ცა, შე­ას­რუ­ლა ბრწყინ­ვა­ლე ნახ­ტო­მი და შე­დეგ­ში 17 მეტ­რი და 27 სან­ტი­მეტ­რი და­ა­ფიქ­სი­რა. ეს კი ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი გახ­და. სა­ნე­ევს უკა­ნას­კნე­ლი შან­სი რჩე­ბო­და.

ის ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­და, რომ შე­ჯიბ­რება იქამ­დე გრძელ­დე­ბო­და, ვიდ­რე ერთი ცდა მა­ინც იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ვიქ­ტო­რი მთე­ლი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და, უკა­ნას­კნელ შანსს კბი­ლე­ბით ჩას­ჭი­დე­ბო­და. გარ­ბე­ნის შემ­დეგ სა­ნე­ევ­მა პირ­ვე­ლი ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა, შემ­დეგ და­ეშ­ვა მი­წა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ ახტა და ქვი­შის აუზ­ში და­ე­ცა. პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, ტრი­ბუ­ნის­კენ გა­ი­ხე­და, სა­დაც და­ი­ნა­ხა, რომ კერ­სე­ლი­ა­ნი ტი­რო­და. და­ტან­ჯუ­ლი სო­მე­ხის მდგო­მა­რე­ო­ბამ სა­ნე­ე­ვი კი­დევ უფრო შე­ა­ში­ნა, თუმ­ცა უკვე რამ­დე­ნი­მე წამ­ში მიხ­ვდა, რაც ხდე­ბო­და. მისი შე­დე­გი 17 მეტრსა და 39 სან­ტი­მეტრს გა­უ­ტოლ­და. ბოლო შანსთან ერ­თად, ვიქ­ტორ­მა მსოფ­ლი­ოს ახა­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და ოქ­რო­საც და­ე­უფ­ლა.

"ბოლო ცდა მქონ­და. პრუ­დენ­სი­ოს რე­კორ­დი 17.27 იყო. ძა­ლი­ან ბევ­რია, ძა­ლი­ან, მაგ­რამ მეს­მო­და, რომ მე უკე­თე­სი შე­დე­გი მჭირ­დე­ბო­და. სტა­დი­ო­ნი ღრი­ა­ლებ­და, ში­ნა­გა­ნად ჩემ­ში კი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ჩუ­მე გა­მე­ფე­ბუ­ლი­ყო. თავ­ში მხო­ლოდ ეს ჩა­მეს­მო­და: "ფე­ხე­ბი, რო­გორც სი­მე­ბი, არ და­უშ­ვა მათი მო­კეც­ვა".

ნახ­ტო­მის შემ­დეგ ყვე­ლა მომ­ვარ­და, მი­ლო­ცავ­დნენ, მხარ­ზე ხელს მირ­ტყამ­დნენ. ვი­ცო­დი, რომ გა­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი ბო­ლომ­დე", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ნე­ე­ვი.

ჩა­მოს­ვლი­სას სამ­შობ­ლო­ში "გაი"-ს უფ­როს­მა ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბულს სა­ჩუ­ქა­რი და­ახ­ვედ­რა. მის "ვოლ­გას" ამ­შვე­ნებ­და ნო­მე­რი სე­რი­ით "17-39“.

ბავ­შვო­ბა­ში სა­ნე­ევს ფეხ­ბურ­თი უყ­ვარ­და. ის პე­რი­ო­დია, როცა მო­მავ­ალი "ოქ­როს თა­ო­ბის" ბი­ჭე­ბი ჯერ ნორ­ჩე­ბი იყ­ვნენ. ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში მშობ­ლი­ურ სო­ხუმ­ში კარ­გად გა­მოს­დი­ო­და. 5 წლი­დან ჩა­წე­რი­ლი იყო სექ­ცი­ა­ში და ვარ­ჯი­შის მე­რეც მე­გობ­რებ­თან თავს ირ­თობ­და. ვიქ­ტო­რის გუნ­დი მა­ლე­ვე გახ­და გაგ­რის რა­ი­ონ­ში პირ­ვე­ლი, ხოლო თვი­თონ ამ პირ­ვე­ლო­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი იყო.

სა­ნე­ევს შე­ეძ­ლო გამ­ხდა­რი­ყო არა დი­დე­ბუ­ლი ათ­ლე­ტი ან ფეხ­ბურ­თე­ლი, არა­მედ კა­ლათ­ბურ­თე­ლიც კი. ის 1962 წელს აფხა­ზე­თის მთა­ვარ გუნდშიც კი მი­იწ­ვი­ეს. მწვრთნე­ლებს გან­საკუთ­რე­ბით მისი ნახ­ტო­მი მოს­წონ­დათ და მას­ში პო­ტენ­ცი­ალს ხე­დავ­დნენ, თუმ­ცა აკოფ კერ­სე­ლი­ან­მა მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა და იმ გზა­ზე და­ა­ყე­ნა სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც ცო­ცხალ ლე­გენ­დად აქ­ცია. უნდა ით­ქვას, რომ მას გა­უ­მარ­თლა.

გა­უ­მარ­თლა ასე­ვე 1972 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე, თა­ნაც ორ­მა­გად. 1972 წლის 5 ნო­ემ­ბერს ვიქ­ტორს არ ეძი­ნა. 6 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და. უც­ნა­უ­რი იყო. წინა დღით თა­ვის მე­ო­რე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­გო და წე­სით, ბედ­ნი­ერს ხან­გრძლი­ვად უნდა და­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის სა­წოლ­ში აქეთ-იქით ტრი­ა­ლებ­და, თავი უს­კდე­ბო­და, ვერ გა­ე­გო, რა სჭირ­და. დი­ლის 7 სა­ათ­ზე სა­ნე­ევ­მა ზღვის ტალ­ღის ფერი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ვარ­ჯი­შო ფორ­მა ჩა­იც­ვა და სა­სე­ირ­ნოდ გა­ვი­და. თით­ქმის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი იყო სო­ფე­ლი. სე­ირ­ნო­ბის დროს უკ­ნი­დან უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი სწრა­ფი ნა­ბი­ჯით მი­ე­პა­რა და უთხრა: There are terrorists, - უთხრა მან. "სად?“ - ჰკი­თხა სა­ნე­ევ­მა და 31-ე კორ­პუსს გა­ხე­და. ერთ-ერთი აივ­ნი­დან მას კა­ლაშ­ნი­კო­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კაცი უცქერ­და, სა­ხეს ნი­ღა­ბი უფა­რავ­და. სა­ნე­ევ­მა უკან და­ი­ხია.

Sportall.Ge

იმ დღე­საც მას გა­უ­მარ­თლა. "ალ­ბათ, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მომ­კლავ­და კი­დეც", - იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ.

5 სექ­ტემ­ბერს, დი­ლის 4 სა­ათ­ზე, პა­ლეს­ტი­ნის "შავი სექ­ტემ­ბრის“ "ბო­ე­ვი­კებ­მა" ის­რა­ე­ლის ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის 11 წევ­რი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს. ორ სპორ­ტსმენს კორ­პუ­სის აღე­ბის დროს ეს­რო­ლეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ღა­მით და­ი­ღუპ­ნენ, როცა მი­უნ­ხე­ნის სამ­ხედ­რო აე­რო­პორ­ტი­დან ტე­რო­რის­ტებ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში გაფ­რე­ნა სცა­დეს. ნა­წი­ლი სრო­ლას შე­ე­წი­რა, ნა­წი­ლი - ყუმ­ბა­რებს.

იმ დი­ლას სა­ნე­ე­ვის კა­რი­ე­რა შე­საძ­ლოა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ისე­ვე, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის, მაგ­რამ ვიქ­ტორს გა­უ­მარ­თლა.

აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი წარ­მა­ტე­ბის ფუნ­და­მენ­ტი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და დის­ციპ­ლი­ნა იყო.

"მგო­ნია, რომ ორი ადა­მი­ა­ნის ნაც­ვლად ვარ­ჯი­შობ­და. ერთხელ და­ვით­ვა­ლეთ და ცალი ფე­ხით ხტუნ­ვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, ჯამ­ში, 700 კი­ლო­მეტ­რი აქვს გარ­ბე­ნი­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს მან­ძი­ლი არის მოს­კო­ვი­დან ლე­ნინ­გრა­დამ­დე. ხოლო სპრინ­ტის მან­ძი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის გზა არის - 2 000 კი­ლო­მეტ­რი. ამ ადა­მი­ანს დას­ვე­ნე­ბა უნდა აი­ძუ­ლოთ. სხვა­ნა­ი­რად არ გა­ჩერ­დე­ბა. მე თვი­თო­ნაც ფა­ნა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ვარ­ჯი­ში­სად­მი, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში და დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ვის­ვე­ნებ­დი. ვიქ­ტო­რი - ამ ყვე­ლა­ფერს არ აღი­ა­რებ­და“, - იხ­სე­ნებს ვი­ტოლდ კრე­ე­რი.

ადა­მი­ა­ნი, შე­საძ­ლოა, 3 ოქ­როს მე­დალს იგებ­დეს და ერ­თა­დერ­თი იყოს სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში, რომელიც კონ­კრე­ტულ დის­ციპ­ლი­ნა­ში 3-ჯერ და­ე­უფ­ლა უმაღ­ლე­სი სინ­ჯის მე­დალს; არ არ­სე­ბობ­დეს მის­თვის დაბ­რკო­ლე­ბა, რა­საც ვერ გა­და­ლა­ხავ­და, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა ერ­თა­დერ­თი ძა­ლაა, რო­მე­ლიც თუ წინ გა­და­გიდ­გე­ბა, ვე­ღა­რა­ფერს და­უ­პი­რის­პი­რებ. სწო­რედ ასე და­ე­მარ­თა ვიქ­ტორ­საც.

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და­ზე ჩი­რაღ­და­ნი მას უნდა აენ­თო. წარ­მო­იდ­გენ­და ხოლ­მე, რო­გორ მი­აქვს ჩი­რაღ­და­ნი და "ლუ­ჟ­ნი­კე­ბის“ გა­და­ჭე­დი­ლი სტა­დი­ო­ნი ტაშს უკ­რავს. ასეც იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.

"მოს­კო­ვის კომ­პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­შინ­მა მო­ი­თხო­ვა, რომ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მი­სია რუს ბიჭს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და არა სო­ხუ­მის მკვიდრს. ამის შე­სა­ხებ შე­და­რე­ბით გვი­ან გა­ვი­გე“, - მო­უყ­ვა სა­ნე­ე­ვი GQ-ს ჟურ­ნა­ლისტს. სა­ბო­ლო­ოდ ცე­ცხლის ან­თე­ბის პა­ტი­ვი კა­ლათ­ბურ­თელ სერ­გეი ბე­ლოვს ერგო.

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დის­თვის ბოლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო. ტრავ­მებ­მა იმ­დე­ნად გა­აწ­ვა­ლა, რომ შე­ჯიბ­რები­დან შე­ჯიბ­რებამ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, იშ­ლე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მან მა­ინც ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა თავი და ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა. სხვა­თა შო­რის, ოქ­როსმე­და­ლო­სა­ნი სხვა საბ­ჭო­ე­ლი, ეს­ტო­ნე­ლი იაკ უუდ­მი­აე გახ­და.

"რაც მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, იმ ნახ­ტომ­ში დავ­ხარ­ჯე. ჩა­ვერ­ჭე ქვი­შა­ში და ვგრძნობ, რომ ად­გო­მა აღარ შე­მიძ­ლია. უბ­რა­ლოდ, ვე­ღარ ვდგე­ბი. "ვიქ­ტორ, ადე­ქი!“ - ვუბ­რძა­ნე ჩემს თავს - "ხომ არ იხო­ხავ ახლა ოთხზე“. ავ­დე­ქი, რო­გორც იქნა, სკა­მამ­დე კოჭ­ლო­ბით მივ­ხოხ­დი. მერე რა ხდე­ბო­და, ცუ­დად მახ­სოვს", - წერს ვიქ­ტო­რი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში.

Sportall.Ge

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ სა­ნე­ე­ვი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და მიხ­ვდა, რომ არას­ტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო აქ დარ­ჩე­ნა აღარ ღირ­და. თა­ნაც, 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ავ­სტრა­ლი­ი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო - სა­მუ­შა­ოს სთა­ვა­ზობ­დნენ.

"90-ია­ნებ­ში საქ­მე ასარ­ჩე­ვად არ იყო. მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა და მე­უღ­ლეს­თან და 15 წლის ვაჟ­თან ერ­თად წა­ვე­დი. იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბა მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო. ხელ­ფა­სი ჩვე­ნი დრო­ის­თვის მე­ფუ­რი - 900 დო­ლა­რი", - იხ­სე­ნებს ვიქ­ტო­რი.

Sportall.Ge

თუმ­ცა კონ­ტრაქ­ტის ამო­წურ­ვას სირ­თუ­ლე­ე­ბი მოჰ­ყვა. ვიდ­რე ახალ სამ­სა­ხურს იპო­ვი­და, რა აღარ სცა­და. ერთი პე­რი­ო­დი პი­ცის დამ­ტა­რებ­ლა­დაც კი იმუ­შა­ვა.

"ერთხელ იმ­დე­ნად გა­მი­ჭირ­და, რომ გა­ზეთ­ში ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს გა­ყიდ­ვის გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე. ყვე­ლა­ზე მეტი, რაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, 5 000 დო­ლა­რი იყო. მაგ­რამ დრო­უ­ლად მივ­ხვდი და გა­და­ვი­ფიქ­რე. მალე კი სპორ­ტის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე", - ჰყვე­ბა სპორ­ტსმე­ნი.

ფრაგ­მენ­ტი სა­ნე­ე­ვის ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ვინ მაკ­ლია ყვე­ლა­ზე მე­ტად? დედა! ხში­რად ვიხ­სე­ნებ, რო­გორ ვერ ეგუ­ე­ბო­და დე­და­ჩე­მი ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის შო­რე­ულ მგზავ­რო­ბებს... მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ ზრუ­ნავ­და, რომ შინ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში ყო­ფი­ლი­ყო. ინ­სტი­ტუ­ტი­დან თუ სტა­დი­ო­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყობ­და ხელს, რომ კარ­გად და­მეს­ვე­ნა... რო­გორ მი­წეს­რი­გებ­და სპორ­ტულ ფორ­მას - დედა ყო­ველ­დღე რე­ცხავ­და და მი­უ­თო­ებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად არც იყო სა­ჭი­რო... მას სურ­და სტა­დი­ონ­ზე მისი შვი­ლი არა მარ­ტო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, არა­მედ ყვე­ლა­ზე მოვ­ლი­ლი, ყვე­ლა­ზე სუფ­თა და ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ყო­ფი­ლი­ყო! რა ენერ­გი­ას ხარ­ჯავ­და გემ­რი­ე­ლი წვე­ნე­ბის, ნა­ხარ­შე­ბის, კომ­პო­ტე­ბის, მუ­რა­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში! ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას, რო­გორ იტან­ჯე­ბო­და ჩემ­თან ერ­თად, როცა ტრავ­მას ვი­შუ­შებ­დი. მახ­სენ­დე­ბა მისი ბა­ლა­ხე­ბი, ნა­ყე­ნე­ბი, სვე­ლი სა­ფე­ნე­ბი, კომ­პრე­სე­ბი... სა­ათ­ზე და­ხედ­ვა არ მჭირ­დე­ბო­და: დე­დას არას­დროს ავი­წყდე­ბო­და ჩემ­თვის სახ­ვე­ვის გა­მოც­ვლა, წამ­ლის და­ლე­ვა, მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბის შეხ­სე­ნე­ბა... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დედა წა­ვი­და. სა­მუ­და­მოდ..."

ავ­სტრა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბი­სას სა­ნე­ე­ვი ხში­რად უყუ­რებ­და თა­ვის ძველ გა­მოს­ვლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სავ­სე "ლუ­ჟ­ნი­კე­ბის“ ფონ­ზე მის უკა­ნას­კნელ ნახ­ტომს. და შემ­დეგ თით­ქმის შემ­თხვე­ვით წა­ა­წყდა იაკ უუდ­მი­ა­ეს ნახ­ტო­მის კი­ნოგ­რა­მას.

რაც ვიქ­ტორ­მა ნახა, შოკ­ში ჩა­აგ­დო, თვალს ვერ უჯე­რებ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს­ტო­ნე­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით გა­მო­ვი­და, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც მსა­ჯებ­მა თვა­ლი და­ხუ­ჭეს. მე­ო­თხე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო ნამ­დვი­ლად მისი უნდა იყოს, მაგ­რამ ახლა სა­დღაც ბალ­ტი­ის­პი­რეთ­შია...

"უკვე მა­შინ მთე­ლი ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კით სუნ­თქავ­და. ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. შე­იძ­ლე­ბა ამან ითა­მა­შა თა­ვის როლი", - იხ­სე­ნებს ვიქ­ტო­რი.

Sportall.Ge

კი­თხვა­ზე, - გე­ნატ­რე­ბათ სამ­შობ­ლო? - სა­ნეე­ვი პა­სუ­ხობს:

"რა თქმა უნდა... ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩემი სო­ხუ­მი, სა­დაც ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი დარ­ჩნენ. მე­ნატ­რე­ბა დიღ­მის მა­სივ­ში, მე-14 სარ­თულ­ზე მყუდ­რო ბინა და კე­თი­ლი მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­თე­სა­ვე­ბი­ვით მყავ­დნენ. დამ­ღლე­ლი, მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ვარ­ჯი­შე­ბი; თეთ­რი "ვოლ­გა“ "გაზ - 21“, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ვი­ყი­დე...

იცით, სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში მი­წო­დებ­დნენ "კენ­გუ­რუს აფხა­ზე­თი­დან" ან "კენ­გუ­რუს სა­ქარ­თვე­ლო­დან". კენ­გუ­რუს სამ­შობ­ლო ავ­სტრა­ლი­აა და ალ­ბათ სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ცხოვ­რე­ბის მი­წუ­რულს სწო­რედ ავ­სტრა­ლი­ა­ში ვა­ტა­რებ".

ბოლო დროს სამ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა მენჯ-ბარ­ძაყ-სახ­სარ­ზე ოპე­რა­ცია.

"ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ აქამ­დე რომ ცო­ცხა­ლი ვარ, ამას სას­წა­უ­ლის გარ­და, ვე­რა­ფერს ვუ­წო­დებ... ვნა­ნობ თუ არა რა­მეს? - არა! და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­ვივ­ლი­დი იმა­ვე გზას. ამ­ბო­ბენ, სა­ნე­ე­ვი სპორ­ტში "გა­უ­მა­ძღა­რი" იყოო. პრინ­ციპ­ში, ეს სი­მარ­თლეა: არ ვოც­ნე­ბობ­დი მან­ქა­ნებ­ზე, არც ბი­ნა­ზე და არც სხვა რა­მე­ზე - ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი შე­დე­გი იყო - მეტ­რე­ბი და სან­ტი­მეტ­რე­ბი!" - ამ­ბობს ვიქ­ტო­რი.

და მა­ინც, გა­სა­აზ­რებ­ლა­დაც რთუ­ლია - ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს 3 მე­და­ლი და 1 ვერ­ცხლის. ასე­თი დო­ნის სპორ­ტსმე­ნე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ღმერ­თამ­დე ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი. ჩვენ­თან კი...

ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი

და­ი­ბა­და 1945 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს სო­ხუმ­ში

სამხტო­მე­ლი

ტი­ტუ­ლე­ბი: XIX, XX და XXI ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი - 1968 (მე­ხი­კო, მექ­სი­კა; 17.39 მეტ­რი), 1972 (მი­უნ­ხე­ნი, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა; 17.35მ), 1976 (მონ­რე­ა­ლი, კა­ნა­და; 17.29მ); XXII ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლისმე­და­ლო­სა­ნი - 1980 (მოს­კო­ვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი; 17.24მ);

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - 1969 (ათე­ნი, სა­ბერ­ძნე­თი), 1974 (რომი, იტა­ლია); ევ­რო­პის ჭერ­ქვე­შა ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - 1970, 1971, 1972, 1975, 1976, 1977;

ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი - 1970, 1973, 1974, 1975;

სსრკ ჩემ­პი­ო­ნი - 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978; სსრკ ხალ­ხთა სპარ­ტა­კი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი - 1971, 1975; მსოფ­ლიო უნი­ვერ­სი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი - 1971;

სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი - 1968, 1972, 1976 (სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რი); საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი (1968); სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I და II ხა­რის­ხის და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბის კა­ვა­ლე­რი.
მსოფ­ლი­ოს სამ­გზის რე­კორდსმე­ნი: 17.23 მეტ­რი (17 ოქ­ტომ­ბე­რი, 1968; მე­ხი­კო, მექ­სი­კა); 17.39 (17 ოქ­ტომ­ბე­რი, 1968; მე­ხი­კო, მექ­სი­კა); 17.44 (17 ოქ­ტომ­ბე­რი, 1972; სო­ხუ­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ)

სა­ქარ­თვე­ლოს XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი სპორ­ტსმე­ნი.

ავტორი: ანრი კურტანიძე
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაცი საოცრება....
ნოდიკო
17:01 26-11-2021
0
მაგარი კაცი !!! ცრემლები მომადგა !!! უყვარხართ საქართველოს... თქვენი დავიწყება უბრალოდ სირცხვილია!!!
zura
21:17 26-11-2021
0

სიახლეები პოპულარული