ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

AutoSharing Option
თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შემთხვევა სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს - იარაღის დაუდევრად შენახვას.

interpressnews

alt"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება

altოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს - კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია


მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ ზვიადაურს რაც ცემა ტყეპა აქვს გამოვლილი ტვინი მაინც არ ისწავლა.. ეხლა კაცი მოკლა და კაცურად სასჯელის მოხდაც არუნდა...უსამართლობის გრძნობას აჩენს ქვეყანაში ეს არის და თორემ ისემც უქნიათ ციხე გაუუქმებიათ. უტვინო მთავრობის ხელში ყველაფერი მოსალოდნელია. კობახიძე რო ჭკუის დამრიგებელი და მართველად დაგიდგება უნდა დაიხურო ქუდი და გასწიო ბედის საძიებლად ))
რომა
01:32 30-11-2021
5
არ გამოუშვიათ სასამართლო პროცესამდე გამოუშვეს( არავის ტრაკს არ ვწმენდ და პროცესზეც შეიძლება ცუდად მოიქცნენ) უბრალოდ სიმართლეა. ყველგან ეგრეა თავდებში ,თუ ჩაგიდგება ნახევარი ქვეყანა გამოგიშვებენ სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
დიმო
22:25 29-11-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული