ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ოთხი პი-სი-არ ტესტი უნდა ჩაბარდეს

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სპორტსმენები და გუნდის წევრები, რომლებმაც პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კორონავირუსი გადაიტანეს, პეკინში გაფრენამდე ხუთი დღით ადრე ოთხი უარყოფითი პასუხის მქონე პი-სი-არ ტესტი უნდა ჩააბარონ.

IOC-ის ცნობით, წესები იმისთვის გადაიხედა, რათა სპორტსმენებს და გუნდის წევრებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და რომელთა აღდგენითმა ვადამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩინეთში გამგზავრებაზე, ყველა საჭირო საბუთის წარმოდგენა შეეძლოთ ჩინეთში გამგზავრებამდე მინიმუმ ხუთი დღით ადრე. მათ ოთხი პი-სი-არ ტესტი უნდა ჩააბარონ გაფრენამდე 120 საათის განმავლობაში და თითოეულზე მიიღონ უარყოფითი
პასუხი.

"ყველა ტესტი აკრედიტებულ ლაბორატორიაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ გაფრენამდე 72 საათით ადრე აღებული ტესტი ჩინეთის ადგილობრივი საელჩოს ან საკონსულოს მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში უნდა გაკეთდეს", - ვიტყობთ IOC-ის პრესსამსახურის განცხადებიდან.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altზამთრის ოლიმპიადაზე სატრანსპორტო სახელმძღვანელო შეიმუშავეს

altჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: პეკინში ოლიმპიადის ჩატარება უსაფრთხოა

altსაინტერესო ამბავი - ჩინეთში სოციალური ქსელები დაბლოკილია, თუმცა ოლიმპიადაზე დაუშვებენ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული