
იასპარეზა სოსო ჯაფარიძემაც.
ქართველმა მოთხილამურემ პირველი დაშვებისას ტრასის გავლას 1.02,02 წუთი მოანდომა და ფინიშის ხაზი 41-ე შედეგით გადაკვეთა. გაცილებით უკეთ გამოვიდა მეორე დაშვებისას - ტრასა 55.87 წამში გაიარა და 30-ე შედეგი დააფიქსირა.
ქართველმა ოლიმპიელმა ორი დაშვების ჯამში წამზომი 1.57,89 წუთზე შეაჩერა და შედეგად 32-ე ადგილი დაიკავა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ სარბიელზე 88 მონაწილე წარდგა და აქედან ტრასა მხოლოდ 45-მა მოთხილამურემ გაიარა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
გუბანოვას შთამბეჭდავი გამოსვლა - ქართველი სპორტსმენი ათეულში [VIDEO]