Eurosport: ფინალში საქართველოს კანადა ურჩევნიათ

AutoSharing Option
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები საკმაოდ დიდი წარმატებით გამოდის და მე-7 ადგილს იკავებს. ფინალში 5 საუკეთესო გადადის, ყველაფერი კი 6 თებერვალს, ქალთა მოკლე პროგრამის შემდეგ გაირკვევა.

Eurosport-ის კომენტატორმა კი არაობიექტურ შეფასებაზე ისაუბრა:

"ფინალში გამსვლელი ოთხეული, ფაქტობრივად, გარკვეულია, მე-5 საგზურისთვის კი 3 ნაკრები იბრძოლებს: იტალიას 18 ქულა აქვს, კანადას – 16, საქართველოს – 15.  საქართველოს საკმაოდ კარგი შანსი აქვს - ქალთა პროგრამაში მათი ანასტასია გუბანოვა იტალიელ ლარა ნაკი გუტმანსაც სჯობია და კანადელ მედელინ შიზასაც.

Sportall.Ge

წესით, ახლა საქართველო კანადას უნდა უსწრებდეს, თუმცა, როგორც
ჩანს, ფინალში ყველას კანადის ხილვა უფრო ურჩევნია.

ოლიმპიადა ახლახან დაიწყო, თუმცა მსაჯების ქმედება უკვე ბევრ კითხვას ბადებს”.

altქართველები ზამთრის ოლიმპიადაზე - ყვითელაშვილის 92.37 ქულა და წარმატებები წყვილებში [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოღონდ რუსი არ გახდეს ჩემპიონი და 12 ბალსაც წაუღია საქართველო. . . აი ლიბერალიზმი. . . ეს მაინც დამიბეჭდეთ. . .
Napoleoni
21:06 04-02-2022
11
რომ არ მიეცათ ქართველი მსაჯისთვის დისკვალიფიკაია ერთი წლით ის იმსაჯებთა ოლიმპიურ თამაშებს და დაეხმარებოდა ქართველ მოციგურავეებს!!!
კოკო
20:40 04-02-2022
0

სიახლეები პოპულარული