Eurosport: ფინალში საქართველოს კანადა ურჩევნიათ

AutoSharing Option
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები საკმაოდ დიდი წარმატებით გამოდის და მე-7 ადგილს იკავებს. ფინალში 5 საუკეთესო გადადის, ყველაფერი კი 6 თებერვალს, ქალთა მოკლე პროგრამის შემდეგ გაირკვევა.

Eurosport-ის კომენტატორმა კი არაობიექტურ შეფასებაზე ისაუბრა:

"ფინალში გამსვლელი ოთხეული, ფაქტობრივად, გარკვეულია, მე-5 საგზურისთვის კი 3 ნაკრები იბრძოლებს: იტალიას 18 ქულა აქვს, კანადას – 16, საქართველოს – 15.  საქართველოს საკმაოდ კარგი შანსი აქვს - ქალთა პროგრამაში მათი ანასტასია გუბანოვა იტალიელ ლარა ნაკი გუტმანსაც სჯობია და კანადელ მედელინ შიზასაც.

Sportall.Ge

წესით, ახლა საქართველო კანადას უნდა უსწრებდეს, თუმცა, როგორც
ჩანს, ფინალში ყველას კანადის ხილვა უფრო ურჩევნია.

ოლიმპიადა ახლახან დაიწყო, თუმცა მსაჯების ქმედება უკვე ბევრ კითხვას ბადებს”.

altქართველები ზამთრის ოლიმპიადაზე - ყვითელაშვილის 92.37 ქულა და წარმატებები წყვილებში [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოღონდ რუსი არ გახდეს ჩემპიონი და 12 ბალსაც წაუღია საქართველო. . . აი ლიბერალიზმი. . . ეს მაინც დამიბეჭდეთ. . .
Napoleoni
04 თებერვალი 2022 21:06
11
რომ არ მიეცათ ქართველი მსაჯისთვის დისკვალიფიკაია ერთი წლით ის იმსაჯებთა ოლიმპიურ თამაშებს და დაეხმარებოდა ქართველ მოციგურავეებს!!!
კოკო
04 თებერვალი 2022 20:40
0
რა დრო დადგა რომ რუსები გულშემატკივრებენ “ქართველ” გუბანოვას რომ მან მოუგოს ამერიკელ მოციგურავეს და აიღონ გუნდური ოქრო!!!
კოკო
04 თებერვალი 2022 19:58
1
ახლა ვიღაც რუსი გუბანოვასთვის ვიმარჩიელოთ აქვს თუ არა შეთქმულებას ადგილი ჩვენს წინააღმდეგ, გუბანოვასი,რომელსაც არავითარი ბმა არ აქვს საქართველოსთან.ის საქრთველოს სახელით მხოლოდ იმიტომ გამოდის,რომ რუსეთის ნაკრებში ვერ მოხვდა. ისე ევროსპორტი- რასსიას კორესპოდენტმა არაობიექტურობაზე მხოლოდ იმიტომ ისაუბრა, ნატალია გუბანოვას თავისიანად-რუსად აღიქვამენ თორემ საქართველოსა და ქართველებზე როგორ შესტკივათ გული საყოველთაოდ ცნობილია.
შულაია
04 თებერვალი 2022 15:53
22
ტომის! ეს კომენტარი ევრონიუსმა გააკეთა და არა ქართველმა!
დედა ენის არ წამკითხველი და არ მცოდნე ალბათ ბევრ დაცინვას "იტანს".
04 თებერვალი 2022 14:59
0
პატარა ქვეყნის კომპლექსი გვაქვს აშკარად, სულ გვგონია რომ ვიჩაგრებით სადღაც ზემოთ ზიან და გვჩაგრავენ სულ ))
TOMMY
04 თებერვალი 2022 13:50
30

სიახლეები პოპულარული