საბა ქუმარიტაშვილი ის ქართველი მოციგავეა, რომელმაც როგორც სპორტსმენებს, ისე რიგით ადამიანებს, გული აუჩუყა. სპორტსმენს სურდა, აესრულებინა ოცნება, რომელიც მისმა ბიძაშვილმა, ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წელს ვერ აისრულა.
12 წლის შემდეგ, 2022 წელს, დაღუპული ბიძაშვილის სახელისა და მისი ოცნების გასაგრძელებლად საბა ქუმარიტაშვილმა მონაწილეობა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო.
"ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, თუმცა, ამავდროულად, ძალასაც მმატებს. ყველა თაობაში ერთი მოციგავე მაინც გვყავდა და ახლა მეც მის
უცნაური დამთხვევაა, რომ საბა ზუსტად იმ ასაკში იყო (21 წლის), როდესაც მისი ბიძაშვილი ვანკუვერში გაემგზავრა. ქუმარიტაშვილი მედლისგან შორს აღმოჩნდა, მაგრამ სპორტსმენი მაინც კმაყოფილია, რადგან მან ერთგვარი მისია შეასრულა:
"აღფრთოვანებული ვარ. გულწრფელად გითხრათ, ცოტას ვნერვიულობდი. საკუთარი თავით ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს საბა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
იმ ატას ქვეყანში რაღა ეს ჩვენი ბიჭი მოკვდა! ეს სამარტალია?!
არავინ არ უნდა მომკვდარიყო