უკრაინული unian-ი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ბიატლონელი ევგენი მალიშევი გარდაიცვალა.
"სამწუხაროდ, 2002 წელს დაბადებული ევგენი მალიშევი გარდაიცვალა. 2 წლის წინ უკრაინელი ბიატლონისტთა ახალგაზრდულ ნაკრებში ირიცხებოდა" - წერს Biathlon of the Future საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".
როგორც მოგვიანებით დაიწერა, ევგენიმ ხელშეკრულება საკუთარი ქვეყნის არმიასთან გააფორმა.
"ნათელი მოგონება, გმირები არასდროს კვდებიან" - წერია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, დღეს ასევე დაიწერა, რომ 2 უკრაინელი ფეხბურთელი კიევის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა...
მომზადებულია unian-ის მიხედვით