რუსებს რასისტულად ვექცევით - გერმანელი ევროპარლამენტარი

AutoSharing Option
ევროპარლამენტის წევრმა პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის" კრისტინ ანდერსონმა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გადაწყვეტილებები რუს სპორტსმენებზე სანქციების დაწესების შესახებ რასიზმის გამოვლინებად შეაფასა. 

"ვთვლი, რომ ადამიანების უფლებებს მათი სქესი, წარმომავლობა, რასა, ენა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებები არ უნდა განსაზღვრავდეს. ეს მოთხოვნები უამრავ კანონშია მითითებული, ახლა კი ისინი ირღვევა. 

ის სანქციები, რომლებიც რუს სპორტსმენებსა და რუსული კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო დაუწესეს, რასიზმის ნამდვილი გამოვლინებაა", - თქვა ერთ-ერთ ყველაზე რასისტ გერმანელ ევროპარლამენტარად შერაცხულმა კრისტინმა. 

ანდერსონის პოლიტიკური გაერთიანება გერმანიის ყველაზე მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიაა. პოპულისტი
პოლიტიკოსები ევროკავშირის არსებობას ეწინააღმდეგებიან და გერმანიაში ადამიანთა იმიგრაციის წინააღმდეგნი არიან. პარტიას არაერთხელ გამოუხატავს სიმპათიები პუტინის მიმართ. 

altუკრაინელებმა რუსი ჩემპიონის ძმა მოკლეს

altპუტინისტი სპორტსმენი უკრაინელ ჩემპიონებზე: ტყეები სავსეა თქვენიანების ცხედრებით


მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ ქალის სიტყვები რომ მახინჯი აზროვნების ნიმუშია,ამას რა ლაპარაკი უნდა,მაგრამ გთხოვთ,აქ ზაზას და გიგას პოსტებს შეხედოთ.ორი სახელით ერთი და იგივე ტექსტია დადებული.არ ვიცი ამას რა ჰქვია,ტროლი,ნიკი თუ ბოტი,ამაში ვერ ვერკვევი,არც ტექსტის შინაარსზე ვიტყვი რამეს,მაგრამ სწორია მისი ავტორის საქციელი?მსჯელობა თქვენთვის მომინდვია.
სოსო
15 მარტი 2022 12:37
1
აუჩვილდათ გული, მაშინ ყოველმა მათგანმა საჯაროდ დაგმოს დაგმონ ის არნახული ვანდალიზმი და მხეცობა რასაც მათი სახელმწიფო ღიად დაუფარავად სჩადის უკრაინის და ყველა მისი შედარებით სუსტი დაუცველი მეზობლების თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ.
გიგა
14 მარტი 2022 13:34
1
აუჩვილდათ გული, მაშინ ყოვლმა მათგანმა საჯაროდ დაგმონ დაგმონ ის არნახული ვანდალიზმი და მხეცობა რასაც მათი სახელმწიფო ღიად დაუფარავად სჩადის უკრაინის და ყველა მისი შედარებით სუსტი დაუცველი მეზობლების თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ.
ზაზა
14 მარტი 2022 13:29
0
ქალოოო გერმანელი მაინც არ იყო, წინაპარი გყაავს საერთოდ?
დუდუ
14 მარტი 2022 11:33
0
მართალიც რომ იყოს გერმანელისგან ეს მაიც გამაღიზიანებელია 2008ში მაპი ხომ იმიტომ არ მოგვცეს რომ "რუსები არ დაჩაგრულიყვნენ" ხო და რამდენიმე თვეში დავკარგეთ ტერიტორიების20%
საერთოთ გერმანელების გან რასიზმზე და ნაციზმზე ლაპარაკი ცოტა უხერხული ხომ არ არის
მიშო
14 მარტი 2022 03:11
0
რა კომენტარი უნდა გააკეთო. შერბილებულად და მაქს. კულურული გამოხატვით- ეს ქალბატონი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს....
გუსანი
14 მარტი 2022 02:20
0
უფხო და უსაჯდომო ლიბერასტული სამყაროს კიდევ ერთი მარგალიტი!
საქართველოს რიგითი მოქალაქე
14 მარტი 2022 00:38
6
პირიქით, ანტილიბერალური, რუსოფილი პარტიიდანაა, Alternative fur Deutschland
სს
14 მარტი 2022 01:57
0
ამ ქალს ვინმემ გააგებინოს, რომ სპორტსმენები აცხადებენ უარს რუსებთან ერთად მოედანზე გასვლაზე, ყველა სპორტში ჭადრაკის გარდა (ისე, ეს ჩვენი ჭადრაკის ფედერაცია რას იძახის)? ამ ქალს არავინ არ უშლის, შეუძლია იყიდოს ბილეთი და დაესწროს შეხვედრას "კრილია სოვეტოვი" - "ლოკომოტივი".
123
13 მარტი 2022 23:58
0
ცნობისთვის მეგობრებო, წლებია გერმანიაში ვცხოვრობ და აქ ყველამ იცის,რომ ეს პარტია რუსეთის გავლენის ქვეშ არის. ისინი აღიარებდნენ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, ასევე სტუმრობდნენ ყირიმს აფდ ს ოფიციალური ვიზიტით. ასევე ეს პარტია ცნობილია მემარჯვენე კონსერვატორობით რომელიც შეფარული და ასევე ხშირად დაუფარავი რასიზმით გამოიხატება. მოკლედ ნებისმიერმა იცის გერმანიაში ვინ არიან ესენი . ისე იგივე სისტემა რუსეთმა ჩვენთანაც შექმნა სატელიტი პარტია თუ მოძრაობა „ალტერნატივა საქართველოში “ .
Levan1
13 მარტი 2022 23:53
1
ეს ქლბატონი არის პარტიდან “ალტერნატივა გერმანიისათვის”. AFD ეს არისფაშისტური პარტია, რომელიც გერმანიას განსაკუთრებული თვალ ყურში ყავს აყვანილი თავისი ფაშისტური მოსაზრებების და გამო. არის პრო რუსული პარტია, რომელიც არის ევროპული აზროვნების წინაღმდეგ.
123_123
13 მარტი 2022 23:43
0

სიახლეები პოპულარული