"ქართველი ტალანტების" აღარ გვეშინია - დავითმა, ხვიჩამ და რატიმ პრობლემური ადგილები აღმოფხვრეს

AutoSharing Option
"ქართველი ტალანტის" გამოყენებას სპორტში ცოტათი ვერიდებოდით, რადგან მოლოდინები არაერთხელ გაგვცრუებია. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, მაგრამ შემდეგ ამას სათანადო გაგრძელება თუ არ მოჰყვება, ისტორიას მხოლოდ სასტარტო პერიოდი რჩება.

როცა ადრეული ასაკიდანვე სახეზე ყოველდღიურ პროგრესს ხედავ, უკვე თამამად შეგიძლია 20-21 წლის ასაკში სპორტსმენი შეაქო, თანაც, თუ გჯერა, რომ მასზე ყოველივე ეს უარყოფითად კი არ მოქმედებს, პირიქით...

ახლა 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" პირველ ნაბიჯებს დგამს, მასზე ერთი წლით პატარა დავით ნინიაშვილმა კი იტალიელებს ბათუმში დაანახა, ქართველებს როგორი რაგბი შეუძლიათ. "ბორჯღალოსნებს", მამუკა გორგოძის
მეთაურობით, ბრწყინვალე თაობა ჰყავდა, თუმცა ერთადერთი ნაკლი, რაც მათ შემთხვევაში იყო, ქართული რაგბი მხოლოდ ძალისმიერად და შერკინებაში გამორჩეულად აღიქმებოდა. წლების განმავლობაში ეს ნაკლებად იცვლებოდა და ღია, გაშლილი თამაშისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იდგმებოდა. დავით ნინიაშვილი რომ "დაფრინავს", ამით დამატებითი სიხარული ისაა, რომ ის ჩვენთვის ასე პრობლემური უკანა ხაზის წარმომადგენელია, ეს კი საფუძველს ახალი ტიპის რაგბის უდებს, რომლითაც იტალიასა და მისი დონის ნაკრებებს მომავალშიც დავამარცხებთ.

Sportall.Ge

ნინიაშვილი საკლუბო დონეზეც გამორჩეულია და "ბარბაროსების"(მსოფლიო ნაკრები) სასტარტოშიც კი ითამაშა. მისი კარიერა ეტაპობრივად, გეგმაზომიერად და გონივრულად ვითარდება. ის ჯერ კიდევ საქართველოს პირველ ლიგაში ("ხვამლი") გამოდიოდა, როცა ნაკრების კარი გაუღეს. კვარაცხელია ვახსენეთ და როგორც ხვიჩას, ასევე დავითს, რაც საერთო აქვთ, ისაა, რომ ნამდვილი სპორტსმენები არიან - ბრძოლისუნარიანობით, საკუთარ თავზე მაღლა ახტომით, პასუხისმგებლობითა და ფსიქოლოგიური მდგრადობით.

გუნდურ სახეობებში წარმატებებს მივეჩვიეთ და ცოტა ხნის წინ კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი რომ რატი ანდრონიკაშვილის თამაშით დავამარცხეთ, ისიც 21 წლისაა. თუ პრობლემურ პოზიციებზე ვსაუბრობთ, კალათბურთშიც რაგბის მსგავსი მდგომარეობა იყო, უფრო წარმატებულები ფორვარდები იყვნენ და გამთამაშებლის პოზიციაზე კონკურენციას ვერ ვაწყდებოდით. ახალი თაობის ბიჭები უკვე ბევრ პრობლემას ხსნიან და არ დაგვავიწყდეს, ახლა მათი კარიერა რომ მხოლოდ იწყება.

ისევ "კვარას" უნდა დავუბრუნდეთ. მისმა თანატოლმა გიორგი მამარდაშვილმა ელიტარულ ლიგაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგვაბრუნა, ხვიჩა კი ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისუნარიანი გუნდით გამოვა და სერია "ა"-შიც გაიტანს. ეს სიხარული კი მონატრებული გვაქვს და ამდენი პრობლემის, ვირუსებისა და ომების ეპოქაში ხომ ძალიან გვჭირდება. ცოტა ტკბობას მივეცით, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა, სპორტის ემოციები ხომ ყველას აერთიანებს და ის ძალიან სასიამოვნოა. 

altგასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

alt"შეგიძლიათ, დამიძახოთ "კვარა", მაგრამ..." - კვარაცხელია "ნაპოლის" ფანებს თავის სახელისა და გვარის წარმოთქმას ასწავლის [VIDEO]

altროდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 9 /
Xvichas didi talanti aqvs unda ivarjishos dgedagame tuunda carmatebas miagcios marto nichit shora ver gafrindeba
Aleko
23:29 11-07-2022
0
error ram minds staccato fexburtze da kalatburtze meketeba ise miyvars es saxeobebi ragbsac uyureb shigadashig imitomro cesebshi ver ver verkvevi da mainc mimachnia rom albat yvela dametaxmeba xokeis nakrebi ro kvyavdes qartvelebs imasac ubaleshikedit imtom rom chvenebi arian
Simartle
19:57 11-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული