"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. 3 დეკემბერს ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, 5 ქართველის დაღუპვის შესახებ შევიტვეთ. გამოჩენილი ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და
ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.

დიდება გმირებს!"

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ქარ­თველ მებ­რძო­ლებს "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­ესხნენ თავს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ავთო რუ­რუა, რო­მეო კვა­რა­ცხე­ლია, ბად­რი მარ­კე­ლია, მე­რაბ ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მეო ფირჩხა­ია.

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 62 /
მაგარი პატრიოტი კაცი ხარ შოთი❤️სხვა ქართველი სპორტსმენები დაიმალეთ ჩირგვებში როგორც ყოველთვის!!ფაჩულიას გარდა!
საბა
05 დეკემბერი 2022 01:24
21
ყველა ქართველმა უნდა შეიგნოს , რომ ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. სხვანაირად გადავგვარდებით. დიდება გმირებს!
დიმო
05 დეკემბერი 2022 01:55
5
ბოტია. დაანებე თავი. ხელფასს მაგაში უხდის გავრილოვვის მთავრობა))))
ქ. გ.-ს
05 დეკემბერი 2022 13:24
11
გეთანხმები შოთი,მაგრამ დავით ხოჭოლავა შენ რატომ არაფერს იძახი ერთი სტატუსი მაინც დაგეწერა და მიგესამძიმრებინა ოჯახისთვის, შენ არ ატეხე ერთია ამბავი არ უშვებენ ქართველებს უკრაინაში რომ იქ იბრძოლონო?! დანიურ პრესას არ მიეცი ინტერვიუ?!ეხლა რატო გაჩუმდი??
ლადო
04 დეკემბერი 2022 23:33
13
გეთანხმები,თვითონ ქულები ჩაიწერა და ჩირგვებში დაიმალა,ყველას სხვის ხელით უნდა გმირობა!!!
ლადოს
04 დეკემბერი 2022 23:55
9
არავინ ისე მამაცურად არ იბრძვის სხვის ომში,როგორც სულელი. . .(კ.გამსახურდია). . . ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ ბიჭების სულები,მაგრამ ნუ ითხოვთ მათთვის გმირის სტატუსებს. . .
ნაპოლეონი
05 დეკემბერი 2022 11:06
26
აი შენი სახელი და ვავრი ვამაგებინა ახლა ღმედთს ვთხოვ და სიამოვნებით მიგახვედრებდი ბევრ რამეს. ჰბრალოდ ვიცოდე ვჯნ ხარ და სად მოგძებნო
Goga
05 დეკემბერი 2022 13:08
5
ხომ ხვდები შენი ,,სიბრძნის“ წაკითხვის შემდეგ რა სურვილი გვიჩნდება 99%-ს? არ გასლოკინებს?
ე.წ. ნაპოლეონს
05 დეკემბერი 2022 15:33
2
დიდება გმირებს!
ქ. გ.
05 დეკემბერი 2022 09:39
4
ნუ უსმენ ნაც ვითომ კაი კაც ტურაშვილს, ხო ხედავ რეებს გალაპარაკებს!..
Ჯიო
05 დეკემბერი 2022 11:59
32
რას მიახტით ამ შოთას, რა გინდათ? კაცმა თქვა ის რასაც ფიქრობს და რაც ფაქტია. ყველაზე სამარცხვინო კი ისაა, რომ ვაჟკაცობამ, თავგანწირვამ ფასი დაკარგა ზოგიერთებისთვის. ხალხი თავს იცავს, ქვყანას იცავს, ბრძოლობს როგორც შეუძლია აქ ვიღაცეები ქილიკობენ.
პ.ს. ქართველებს რაც შეეხება მათ სწამთ რომ უკრაინის დაცვით საქართველოს იცავენ და ეს ასეც არის! 1000 დოლარიან სამსახურს ავტომატის გარეშეც იშოვნიან სადმე საქართველოს გარეთ...
gogi
05 დეკემბერი 2022 12:38
15
ნაპოლეონმა ალბათ დიდი კონსტანტინეს რომანი *ფიფქია და შვიდი ჯუჯა* იგულისხმა))))))))
ჯადო
05 დეკემბერი 2022 13:29
2
შოთა შენ კარგი ფეხბურთელი იყავი და უკეთესი იქნება კარგ ყოფილ ფეხბურთელად დარჩე. ბინძურ საქმეში ცხვირის ჩაყოფას არ გირჩევთ. მითუმეტეს თვითონვე ამბობ "ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება"-ო. შოთა ისე დღემდის მეც მიჭირს იმის გაგება, როცა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა ლოკომოტივის სტადიონზე, შენ, ბოდიში ფამილარობითვის, წინა დღეს ჩააწყე ჩანთაში ნივთები და შოტლანდიაში გაქუსლე. მადლობა ბიჭებს, რომ უშენოდაც მოიგეს ის ბრძოლა რუსების წინააღმდეგ.
გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2022 13:17
11
ყველა შემთხვევაში დიდება უკრაინელებს და ყველა იმ მებრძოლებს ვინც რუსული ჭირის წინააღმდეგ იბრძვის.
გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2022 15:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული