"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
კობიაშვილო და სანიკიძე თავი აღარ გამოგეყოფათ!!!!საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა არავის შერჩენია!!!!!
!!
07 მარტი 2023 22:15
7
რა ეშველება რაგბისტ კაჭარავას ეხლა თავის შეყვარებულთან ერთად რომ ვერ "იგრიალებს"ნიცაში,ნეაპოლში,პარიზში,რომში,მილანში??!!
!!!
07 მარტი 2023 19:49
8
მადლობა შოთი შენი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის!!!!
გიორგი
07 მარტი 2023 16:23
9
მადლობა შოთის ღალატისთვის! გახარიამ რაო მადლობაო და თვალი ჩაგიპაჭუნა?
ანტი ქართველ გიორგის.
07 მარტი 2023 18:39
1
გაიხარე შოთი მაგარი კაცი ხარ!!!!!
სოსო
07 მარტი 2023 15:44
7
გაიხარე შოთი მაგარი კაცი ხარ!!!!!
სოსო
07 მარტი 2023 15:43
7
მოღალატე გახარიას ამხანაგისგან, სხვას რას უნდა ველოდოთ?
სოსოს.
07 მარტი 2023 18:41
2
ფულს, სრსად, არასდროს,არავინ იძლევა ისე,საჩუქრად,ნათქვამია ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავსო.
Sake
07 მარტი 2023 14:01
1
პირველ რიგში შოთი ოჯახიშვილია და ყველაფერი რაც საქართველოს წინააღმდეგ კეთდება ყველაფერი თითეულ ქართულ ოჯახს ეხება.მაგრამ უწიგნური ქოცების ბოტებისთვის როგორც უწიგნური ყაველაშვილისთვის მთავარია 30 ვერცხლი და გაყიდიან ყველას.
torpedo-s
07 მარტი 2023 13:39
12
ბოგანო ქართველები მზად არიან ბიძინას გადააყოლონ საქართველო.ამერიკელები და მთელი ცივილიზებული ევროპა ამბობს ეს რუსული კანონიაო და ქართველი ბოგანოები ამერიკელებს უმტკიცებენ რომ თქვენ აზრზე არა ხართ რომ ეს ამერიკულიაო.სწორედ ასეთ ქართველებზე წერდა აკაკი ფურთხის ღირსი ხარო/
fu
07 მარტი 2023 12:11
17
ბოგანო ფუის! ჩვენი მხურვალე, ნაცური სალამი!
ბოგანო ფუის
07 მარტი 2023 18:37
1
ამერიკული ითარგმნა და რუსული როგორაა?
თვალსა და ხელს შუა გაყიდული ნაცები გაბრმავებენ და რომ ვერაფერს ხდებიან ისტერიულად მწვავე ფორმებში უვითარდებათ შიზოფრენია!
ლაშა
07 მარტი 2023 18:23
2
ეს ტიპი შეფარული ნაცი იყო და ეხლა უკვე აშკარა ნაცია!
ზიზი
07 მარტი 2023 11:53
9
ძმურად შენ საქმეს მიხედე რა, შენც ნუ შემაზიზღებ თავს
შოთი
07 მარტი 2023 11:18
10
საერთოდ იცის ამან რა წერია ან წაკითხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, უბრალოდ თვალი მაინც თუ აქვს გადავლებული! არა რა თქმა უნდა! ისე მავნებლობს!
ნუკრი ტაბატაძე
07 მარტი 2023 11:55
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული